ქართულ კალათბურთში არმია მოდის

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების წარმატებულმა თამაშმა შეიძლება, შიდა ჩემპიონატსაც უშველოს. სექტემბრის დასაწყისში მოწყობილ პრეზენტაციაზე საჩემპიონო ამბიციებით წარდგა შსს. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ოთხ უნივერსიტეტს საკალათბურთო გუნდებისთვის 200-200 ათასი ლარის გამოყოფა დაავალეს. გამოფხზლდნენ ბათუმელებიცა და ქუთათურებიც. ახლა კი მორიგი სიახლე შევიტყვეთ: სუპერლიგაში სათამაშოდ თავდაცვის სამინისტროს გუნდი ასკ ემზადება.

გუშინ ვეცადეთ, ამ კლუბის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ასკ-ს სუპერლიგაში თამაში საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. დარჩენილია გარკვეული დეტალების მოწესრიგება. საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 17 სექტემბერია და ასკ-ს საკითხიც მანამდე
გადაწყდება.
აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არმიელებს შსს-სთან შედარებით მოკრძალებული მიზნები არ უნდა ჰქონდეთ. მათ ლევან მოსეშვილი წვრთნის. ასკ-ს რიგებში ვარჯიშობს საქართველოს ნაკრების ორი წევრი კოტე ტუღუში და ანატოლი ბოისა; რუსთავის "ენერჯის" ყოფილი ლიდერი ზვიად ბაბიაშვილი; 222 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი...

ასკ-ს შესახებ უფრო დაწვრილებით უახლოეს დღეებში მოგითხრობთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული