როგორც სოხუმელთა ოფიციალური საიტიდან შევიტყვეთ, ახალწვეულთა ტრიო, რაიან რიჩარდსი (დიდი ბრიტანეთი), სტევან მილოშევიჩი (ჩერნოგორია) და ჯოშუა ჯექსონი (აშშ) მატჩში მონაწილეობას არ მიიღებენ.
საქმე ისაა, რომ ისინი კლუბს უკვე დაემშვიდობნენ და საქართველოდან გაფრინდნენ. საიტიდანვე ვგებულობთ, რომ გუნდის ხელმძღვანელობამ მათ მადლობა გადაუხადა და თბილად გააცილა.
ჩნდება კითხვა - მომავალი სეზონისთვის რომელიმე უცხოელის დაბრუნება ხომ არ იგეგმება? საქართველოში კვლავ ჩამოსვლის ყველაზე დიდი შანსი სტევან მილოშევიჩს აქვს, რიჩარდსი დიდი ბრიტანეთის ნაკრებში მოხვედრისთვის იბრძოლებს,
შეგახსენებთ, რომ იგი "სოხუმში" ჩამოსვლამდე ეთა-სთან ერთად კვიპროსის ჩემპიონი გახდა.
"სოხუმური ტრიო დაგვემშვიდობა" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"