ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

AutoSharing Option
ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.

ნაკრების შემადგენლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბესიკ ლიპარტელიანმა და ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანაშემწეებმა, კოტე ტუღუშმა და დავით უსტიაშვილმა დაასახელეს.

განაცხადში 18 კალათბურთელია: გამთამაშებლები - გიორგი ცინცაძე, ოთარ ფხაკაძე, რეზო როგავა და ამერიკელი კორი ფიშერი, რომლის ნატურალიზების საკითხი უკვე გადაწყვეტილია და ქართულ პასპორტს უახლოეს მომავალში მიიღებს. კორი ფიშერი ნაკრების შემადგენლობაში ერთადერთი ნატურალიზებული მოთამაშე იქნება.

მსროლელები - მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, მერაბ ბოქოლიშვილი და
დუდა სანაძე.

მსუბუქი ფორვარდები - ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა და ლევან ფაცაცია.

მძიმე ფორვარდები - თორნიკე შენგელია, აკაკი დვალიშვილი, ნიკა მეტრეველი და ბექა ბექაური.

რაც შეეხებათ ცენტრებს, ამ პოზიციაზე ნაკრებში ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინთან ერთად რიჩარდ მათიაშვილი მოხვდა.

ეროვნულ გუნდში გამოძახებულ კალათბურთელებს შორის ვერ მოხვდნენ ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და ლაშა გამყრელიძე.

ფედერაციის ხელმძღვანელებისა და ნაკრების მწვრთნელების განმარტებით, მათი არგამოძახება გუნდის გაახალგაზრდავების პროცესს და ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის შანსის მიცემას უკავშირდება.

კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატისთვის მზადებას 1 ივლისიდან დაიწყებს.

17 ივლისს გუნდი სრულად შეიკრიბება ავსტრიაში, სადაც კალათბურთელებს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი შეუერთდება.

შესარჩევ ციკლში საქართველოს მეტოქეები რუმინეთი, ბოსნია, ლატვია და ჰოლანდია იქნებიან. შესარჩევი ტურნირი 18 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლებას 2 საუკეთესო მოიპოვებს. მესამე ადგილზე გასული ნაკრები ინარჩუნებს შანსს, 6 ჯგუფის მესამეადგილოსნებს შორის 4 საუკეთესოში მოხვდეს და ფინალურ ეტაპზე გადავიდეს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ შეიძლება ბიჭების დამსახურების ასე არ დაფასება, გაახალგაზრდავება კი ბატონო აუცილებელია, მერე გვიან არ იყოს.
გია
13:13 03-07-2012
0
როგავა და ფხაკაძე 20 წლამდელთა ნაკრებში წარუმატებლად თამაშობენ, მათ ორივეს ერთად აღებულს მათი სანაკრებო თანაგუნდელი ტეტელაშვილი ჯობს (საქმეს აკეთებს) თუ გაახალგაზრდავებაზე მიდგა საკმე შარშანდელი 20 წალმდელი გამთამაშებელი გივიკო ბაქრაძეც იქვე ყავდათ. რატომ არა ბაქრაძე და ტეტელაშვილი და რატომ ფხაკაძე და როგავა? მე როგავას აყვანას ახალგარზდულ ნაკრებშიც კი შეცდომად მივიჩნევ... ამავე პოზიციაზე იყო იგივე დინამოს გამთამაშებელი გაბისონია და იგივე ოლიმპის გამთამაშებელი ვახანია (იუნიორებს ვგულისხმობ) და მერე იტყვიან გამთამაშებელი გვიჭირსო... გაგიჭირდება აბა რა იქნება პერსპექტიულებს შანსს არ აძლევ... დიდი შეცდომა დავარქვი ამ ყველაფერს პირადად მე.
kobe
14:02 30-06-2012
0

სიახლეები პოპულარული