ლაშა გამყრელიძე: გაოგნებული დავრჩი, ნაკრების სიაში რომ არ აღმოვჩნდი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებში არგამოძახებულ ლაშა გამყრელიძეს 29 ივნისს ველაპარაკეთ. გთავაზობთ მის ინტერვიუს.

- როგორი იყო შენი რეაქცია, როცა შეიტყვე, რომ ნაკრებს მიღმა დარჩი?
- გავოგნდი. შემადგენლობის გამოცხადებამდე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ 18-კაციან სიაში საკუთარ გვარს ვერ ამოვიკითხავდი.

არადა, წლეულსაც დიდი სურვილი მქონდა, რითაც შემეძლებოდა, ნაკრებს იმით გამოვდგომოდი.

10 წელია, გუნდი ერთადაა, ოჯახად, მუშტად შევიკარით და მოულოდნელად სამ კალათბურთელს ნაკრების მიღმა გვტოვებენ.

- კონკრეტულ მიზეზად რა დაგისახელეს?
- გუნდი გაახალგაზრდავების გზას დაადგაო. მე, ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა ვეტერანები ვართ, რომლებიც ნაკრებს
აღარ ვჭირდებით.

18 წლისა რომ ვიყავი, მაშინ მიძახებდნენ ნაკრებში და ახლა, როცა მეტი გამოცდილება შევიძინე და ნაკრებისთვის კარგის გაკეთება შემიძლია, მაინცდამაინც მაშინ დამითხოვეს?

- ვინ შეგატყობინა, რომ ნაკრებში ვერ მოხვდი?
- შემადგენლობის გამოცხადების წინა დღეს მწვრთნელებმა კოტე ტუღუშმა და დავით უსტიაშვილმა მითხრეს - ხვალ სიაში არ იქნებიო. მიზეზით დავინტერესდი. თამაში არ მოგიწევსო.

შარშან კარგ ფორმაში ვიყავი, ენახათ, იქნებ წლეულს უკეთეს კონდიციებში ვხვდები ოფიციალურ მატჩებს?

ვფიქრობ, კალათბურთელი 40 წლისაც რომ იყოს, თუ სათანადო ფორმაშია და გუნდის დახმარება შეუძლია, ბოლომდე უნდა გამოიყენო.

- მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან არ გილაპარაკია?
- დავურეკე და მანაც იგივე პასუხი მითხრა. იგორ კოკოშკოვი გუნდს ჩემს გარეშე ხედავს - სათამაშო დრო არ გექნება, არადა ამბიციური ხარ და სჯობდა თავიდანვე არ აგვეყვანეო.

არ ვიცნობ კალათბურთელს, ვისაც ამბიცია არ აქვს, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც გუნდს სჭირდებოდა.

მწვრთნელს ვუთხარი - წინასწარ რომ გეთქვათ, თამაში ცოტა, ან სულ არ მოგიწევსო, არჩევანის საშუალება მომეცემოდა: ნაკრებს ან დავტოვებდი, ან გვერდში დავუდგებოდი თანაგუნდელებს.

არც ის მიმაჩნია გამართლებულად, ოფიციალურ მატჩებამდე თვენახევრით ადრე კალათბურთელებს წუთებს რომ უთვლის.

გაოგნებული დავრჩი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ

საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!
საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია
მანუჩარ მარკოიშვილი: ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას
მკითხველის კომენტარები / 11 /
რომელ ფორმაზე საუბრობს გამყრელიძე? - საცოდავ საწართველოს ჩემპიონატში რომ ბურთაობს? ოფიციალურ სანაკრებო მატჩებში - არა პასი, არა სროლა, არა ტარება ( აქ კენკაობს ეგ თორე ნაკრებში ხელფეხშეკრული ბოდავს!!!)
ZURABIUS
12:08 03-07-2012
0
რამ გააოგნა საინტერესოა?ეს ნაკრებსჰი ყველაზე სუსტი რგოლი ანატოლი ბოისასტან ერთად!
dato
15:54 30-06-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული