თბილისში მოემზადებიან ის მოთამაშეები, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან, ხოლო ნაკრების სამი წევრი: ზაზა ფაჩულია, თორნიკე შენგელია და კორი ფიშერი - გუნდს ავსტრიაში შეუერთდება. ავსტრიის ქალაქ შტაინბურნში ჩვენი ნაკრები მზადებას 17 ივლისიდან განაგრძობს.
გუშინდელ ვარჯიშზე გამოცხადდნენ გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, ანატოლი ბოისა, ბესიკ ლეჟავა, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, რიჩარდ მათიაშვილი და ნიკა მეტრეველი.
მათგან ზოგს არ უვარჯიშია. საწვრთნელი პროცესის შესახებ ვკითხეთ ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელ კოტე ტუღუშს...
-
ვიქტორი და ანატოლი დღეიდან საწვრთნელ პროცესში ჩაერთვებიან, ხოლო შერმადინი ტრავმის გამო ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდება, - გვითხრა კოტე ტუღუშმა.
გუნდი სადღეისოდ ფიზმომზადებაზე მუშაობს.
ნაკრები ვაკიდან იწყებს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ანატოლი ბოისა: თვითონ ვოვამ მითხრა, ნაკრებში უნდა გამოცხადდეო