ანატოლი ბოისა: თვითონ ვოვამ მითხრა, ნაკრებში უნდა გამოცხადდეო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გამომზეურების შემდეგ ყველაზე რთულ მდგომარეობაში ანატოლი ბოისა აღმოჩნდა, რომელიც იგორ კოკოშკოვმა ნაკრებში გამოიძახა, მის ძმაზე, ვოვაზე კი უარი თქვა.

გავრცელდა ხმა, თითქოს ანატოლიც აპირებდა ნაკრების დატოვებას, მაგრამ იგი 2 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდა და დღეიდან წვრთნას შეუდგება.

2 ივლისს მას სანაკრებო თემებზე სალაპარაკოდ დავუკავშირდით.

- რამდენად მოულოდნელი იყო ვოვას ნაკრებში არგამოძახება?
- ჩემს ძმას მწვრთნელი ჰყავდა დაქირავებული და ეროვნული გუნდისთვის აქტიურად ემზადებოდა. იგი ნაკრებს დიდ გეგმებს უკავშირებდა, მაგრამ... ვთვლი, რომ მისი ნაკრებს მიღმა დატოვება არასამართლიანია, ნამდვილად შეეძლო გუნდს
კიდევ ბევრით გამოდგომოდა.

- გუნდში გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო...
- ეს მისასალმებელია. ახალი თაობა ყოველწლიურად უნდა ემატებოდეს ეროვნულ გუნდს. ნაკრებში ჯერ თორნიკე შენგელია გამოჩნდა, შარშან - გიორგი შარაბიძე, რომელიც მწვრთნელმა 2011 წელს ლიტვაშიც წაიყვანა, თუმცა წლეულს აღარ გამოუძახებია.

ყველა ახალგაზრდას დიდ პატივს ვცემ და მჯერა, ნაკრებსაც გამოადგებიან. მათ გამოცდილი კალათბურთელები რომ დადგომოდნენ გვერდში, ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა.

- გავრცელდა ხმა, თითქოს საქართველოს ნაკრებში აღარ აპირებდი ვარჯიშს...
- ჩემს ადგილას ამ საკითხზე ბევრი დაფიქრდებოდა. ძმას სოლიდარობას ვუცხადებ, მაგრამ საჭირო იყო სწორი გადაწყვეტილების მიღება. ვოვა თავიდანვე მეუბნებოდა - ნაკრების შეკრებაზე აუცილებლად უნდა გამოცხადდე, რადგან გამოგიძახეს, ე.ი. გუნდს სჭირდებიო.

ამასთან, საკლუბო სეზონი ურიგოდ არ ჩამიტარებია და ვთვლი, რომ ნაკრების დახმარება შემიძლია. შეკრების პირველ დღეს არ მივარჯიშია, ცოტა შეუძლოდ ვიყავი. სამშაბათიდან კი საწვრთნელ პროცესში აქტიურად ჩავერთვები.

- საქართველოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ვარჯიში თუ განაახლე?
- ცოტა დავისვენე და 15 დღეა, რაც ვემზადები. "არმიის" დარბაზში ბურთთან და ტრენაჟორებზე ვმუშაობ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები არასრულად შეიკრიბა
ლაშა გამყრელიძე: გაოგნებული დავრჩი, ნაკრების სიაში რომ არ აღმოვჩნდი
საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!
საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული