ესტონეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან ქართველი კალათბურთელები დედაქალაქ ტალინში 5 და 6 ივლისს ითამაშებენ.
ბალტიისპირეთიდან დაბრუნების შემდეგ დავით უსტიაშვილის გაწვრთნილი გუნდი მზადებას თბილისში განაგრძობს და 10 ივლისს სლოვენიაში გაემგზავრება. 2012 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი სწორედ სლოვენიაში გაიმართება. საქართველოს ნაკრებთან ერთად ჯგუფში მოხვდნენ ლატვია, თურქეთი და ესპანეთი.
ევროპის პირველობა 12 ივლისს დაიწყება, ხოლო ფინალი 22-ში გაიმართება.
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები
უკანახაზელები: ოთო ფხაკაძე, დუდა სანაძე, რეზო როგავა, მერაბ ბოქოლიშვილი, გიორგი ტეტელაშვილი
ფორვარდები:
ცენტრები: ავთანდილ ლომინაშვილი, ირაკლი ალხანაიძე, გოგა ჯავახიშვილი
მთავარი მწვრთნელი: დავით უსტიაშვილი
მწვრთნელი: არჩილ ჟღენტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"