საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადებას განაგრძობს.

ნაკრები 2 ივლისიდან თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ემზადება. შეკრების პირველი ეტაპი ფიზიკურ მომზადებას გულისხმობს, რომელიც 16 ივლისამდე გასტანს.

17 ივლისიდან ნაკრები სრული შემადგენლობით ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში შეიკრიბება და 28 ივლისამდე მოსამზადებელ შეკრებას გაივლის.

ამის შემდეგ ეროვნული გუნდი 8 საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც, 18 აგვისტოდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმება.

Sportall.Ge

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული