საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ჯერ ათი კაცით ვარჯიშობს

AutoSharing Option
საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 9 ივლისს, 11:50 საათზე მივედი. გარეთ ყოფილი კალათბურთელი ბექა გოლეთიანი შემხვდა, რომელიც საქართველოს ნაკრების ვარჯიშის სანახავად მოდიოდა.

მისგან მეტად საინტერესო ამბავი შევიტყვე - ივლისის ბოლოს მეტეხის ხიდზე გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი "როკის მეფისა", რაც ერთი-ერთზე თამაშს ითვალისწინებს. გამარჯვებული სან ფრანცისკოში ფინალურ ეტაპზე გაემგზავრება, რომლის მასპინძელია "ბოსტონის" ვარსკვლავი რეჟონ რონდო.

Sportall.Geისევ სამი
ამასობაში დარბაზშიც შევედით. გასასვლელში ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში შეგვხვდა, რომელიც ახლახან დაბრუნდა გერმანიიდან, სადაც ევროჩელენჯის წილისყრას დაესწრო (მისი "არმია" სწორედ ამ შეჯიბებაში ასპარეზობს).

საკლუბო საკითხებთან დაკავშირებით
მისი ინტერვიუ შაბათის ნომერში შემოგთავაზეთ. ამიტომ 9 ივლისს კოტე ტუღუშს ნაკრების მზადებაზე ვკითხეთ.

- ნაკრებში გამოძახებული საქართველოში მყოფი ყველა კალათბურთელი ვარჯიშზეა, გარდა ვიქტორ სანიკიძისა, რომელიც დღეს ოჯახური გარემოებების გათვალისწინებით არ მოვიდა. იგი აქამდე ჩვენთან ერთად აქტიურად ემზადებოდა და მალე ისევ შემოგვიერთდება.

ბატონ კოტეს ნაკრების სამი წევრის (ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა, ლაშა გამყრელიძე) გამოკლებაზე ვკითხეთ...

- სამი გამოცდილი კალათბურთელის სრულფასოვნად შეცვლა რთული იქნება. ვიმედოვნებთ, შარშანდელი შემადგენლობის ძირითად ბირთვს სათანადოდ დაეხმარებიან ახალწვეულები, - აღნიშნა მწვრთნელმა.

Sportall.Geპირველი ვარჯიში
კალათბურთელები ფიზმომზადების მწვრთნელის, ავთო ბერიძის ხელმძღვანელობით ვარჯიშობდნენ.

მხოლოდ ცენტრი, გიორგი შერმადინი იდგა ტრიბუნასთან და ინდივიდუალურად მუშაობდა.

- პირველი დღეა, რაც ნაკრებს შევუერთდი. აქამდე წყალტუბოში ვიყავი და რეაბილიტაციას გავდიოდი, - თქვა გიორგიმ და ვარჯიში განაგრძო, - ფეხის ტრავმა სრულად მომიშუშდა და ექიმებმა დატვირთვის უფლება მომცეს.

ნელ-ნელა მოვუმატებ და ვიმედოვნებ, რომ ოფიციალური შეხვედრებისას სათანადო ფორმაში ვიქნები.

მზადების ორი ეტაპი
რა სისტემით ემზადება ნაკრები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მთავარი მწვრთნელის, იგორ კოკოშკოვის საქმეა, თუმცა ვიდრე იგი ნაკრებს შეუერთდება, მთავარი ფიგურა ფიზმომზადების მწვრთნელი, ავთო ბერიძეა. გუნდი მის მიერ დაწერილი გეგმით ვარჯიშობს.

Sportall.Ge

- მზადებას 2 ივლისს შევუდექით. თავიდან გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებაზე ვმუშაობდით, რადგან კალათბურთელებმა რთული სეზონის შემდეგ დაისვენეს და პირდაპირ სერიოზული დატვირთვები მიზანშეუწონელია.

9 ივლისიდან მზადების მეორე ეტაპზე გადავედით, ვმუშაობთ ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე, კოორდინაციაზე, გამძლეობაზე, მოქნილობაზე, სისწრაფესა და ბალანსზე.

ამ ეტაპს 17 ივლისს დავამთავრებთ და საქმეს ავსტრიაში, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით განვაგრძობთ, - სიტუაციაში კარგად გაგვარკვია ბატონმა ავთომ. მას გიორგი შერმადინის ჯანმრთელობაზეც ვკითხეთ...

- მას ექიმებმა ვარჯიშის უფლება მისცეს და 9 ივლისიდან შემოგვიერთდა. გიორგი მუშაობას პირველი ეტაპიდან იწყებს და რამდენიმე დღეში ძალისმიერ ვარჯიშებზე გადავა.

კვიპროსი
მოედნიდან დროებით გამოვიდა ბესიკ ლეჟავა, რომელიც საქართველოს ნაკრებში 2007 წლის შემდეგ პირველად მოხვდა.

გასულ სეზონში ბესო კვიპროსის "აპოლონში" თამაშობდა, რომელიც წლეულს ევროჩელენჯზე ასპარეზობს. დავინტერესდით, აპირებს თუ არა კვიპროსში დაბრუნებას.

- "აპოლონში" მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ჯერ არ ვიცი, ახალი თავკაცი რას გადაწყვეტს. საქართველოში დაბრუნებას კი, ალბათ, ჯერ ვერ მოვახერხებ...

შეგახსენებთ, რომ ლეჟავას დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ჩემპიონატში 2013 წლის იანვრამდე თამაშის უფლება არ აქვს.

Sportall.Geთორმეტეულში
ეროვნულ გუნდში გასულ სეზონში მსროლელის პოზიციაზე მანუჩარ მარკოიშვილს მარკიზ ჰეინსი ენაცვლებოდა.

ახალი ამერიკელი კორი ფიშერი კი ამპლუით გამთამაშებელია და როგორც მწვრთნელები ამბობენ, მსროლელად მარკოიშვილს ვერ შეეშველება. ამ პოზიციაზე არაერთი ახალწვეულია: ბესიკ ლეჟავა, ანატოლი ბოისა, მერაბ ბოქოლიშვილი და ლევან ფაცაცია.

- ნაკრებში შარშანაც ვიყავი გამოძახებული, თუმცა მაშინ 12 კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი. ამჯერადაც ჩემი მთავარი ამოცანა სწორედ გუნდის 12-კაციან შემადგენლობაში მოხვედრაა. ვფიქრობ, ამის კარგი შანსი მაქვს. ვეცდები, ისედაც ძლიერი გუნდი კიდევ უფრო გავაძლიერო,
- თქვა ლევან ფაცაციამ ტელეკამერების წინ.

Sportall.Geმანუ
ვარჯიშის დასრულების შემდეგ საშუალო ტყორცნებსა და საჯარიმოებზე იმუშავა მანუჩარ მარკოიშვილმა...

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის მზადება ავთო ბერიძესთან ერთად დავიწყეთ, რომელიც ფიზმომზადების მაღალი დონის სპეციალისტია და იცის, როგორ გვავარჯიშოს. იმდენად ვიტვირთებით, ზოგჯერ გვაქვს სურვილი, ვარჯიშზე არ მოვიდეთ, მაგრამ ეს არ შეიძლება - პროფესიონალები ვართ და გვესმის, რომ სასურველი კონდიციების მისაღწევად ასეთი ტიპის ვარჯიშებია საჭირო.

ისევე, როგორც კოტე ტუღუშს, მანუჩარ მარკოიშვილს სამი გამოცდილი მოთამაშის დანაკლისზე ვკითხეთ.

- ვლადიმერ ბოისა, ნიკა ცქიტიშვილი და ლაშა გამყრელიძე წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვის წევრები იყვნენ. ისინი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად დაგვაკლდებიან, თუმცა მწვრთნელმა გადაწყვიტა მათ გარეშე თამაში და არ მაქვს განსჯის უფლება.

ათეული
შემოგთავაზეთ არაერთი კალათბურთელის კომენტარი, თუმცა არ გვითქვამს, რამდენი მოთამაშე ვარჯიშობდა:

გიორგი ცინცაძე, ანატოლი ბოისა, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესიკ ლეჟავა, ლევან ფაცაცია, აკაკი დვალიშვილი, გიორგი შერმადინი, ბექა ბექაური, რიჩარდ მათიაშვილი და ნიკა მეტრეველი. ვიქტორ სანიკიძეზე უკვე მოგახსენეთ; თორნიკე შენგელიას შესახებ დღევანდელ გაზეთში ცალკე სტატიაში წაიკითხავთ, რომელიც ზაზა ფაჩულიასა და კორი ფიშერთან ერთად ეროვნულ გუნდს ავსტრიაში შეუერთდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან ფაცაცია: მოხარული ვიქნები, წელს მაინც თუ მოვახერხებ 12 კაცში მოხვედრას
ბესო ლეჟავა: ნაკრებში გამოძახება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო
აკაკი დვალიშვილი: ვეცდები, ეროვნულ ნაკრებში ნაბოძები შანსი გამოვიყენო
ანატოლი ბოისა: თვითონ ვოვამ მითხრა, ნაკრებში უნდა გამოცხადდეო
ლაშა გამყრელიძე: გაოგნებული დავრჩი, ნაკრების სიაში რომ არ აღმოვჩნდი
საქართველოს ნაკრები არასწორად იწყებს!
საქართველოს ნაკრების ახალი წევრი კორი ფიშერია
მანუჩარ მარკოიშვილი: ისეთი თაობა არ მოდის, რომ ნაკრებში კონკურენცია შეიქმნას
კოტე ტუღუში: სიკვდილის ჯგუფში ფავორიტად ყველა "არმიას" მიიჩნევს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული