საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი ახალწვეული ჰყავს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მნიშვნელოვანი სიახლეებია. იგორ კოკოშკოვის გუნდში ახალი კალათბურთელები გამოიძახეს, რომელთაგან ერთი ამერიკელია. ასევე, ნაკრებს ჰყავს ახალი გენერალური მენეჯერი და უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელი.

ეს სიახლეები კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა.

საქართველოს ნაკრებში ახალი ამერიკელი კალათბურთელი გამოიძახეს. ეროვნული გუნდის თავკაცის, იგორ კოკოშკოვის არჩევანის შემდეგ საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ ჯეიკობ პულენთან, რომელიც რამდენიმე დღეში საქართველოს მოქალაქეობას მიიღებს და შესაძლებლობა ექნება, ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ითამაშოს.

ჯეიკობ პულენთან ერთად საქართველოს ნაკრების შეკრებაზე იქნება ამერიკელი
კორი ფიშერიც და ჩვენი ეროვნული გუნდის მწვრთნელს არჩევანის საშუალება ექნება, თუ რომელი ნატურალიზებული კალათბურთელი ათამაშოს კონკრეტულ მატჩში. ფიბა-ს წესების თანახმად, მატჩის განაცხადში მხოლოდ 1 ნატურალიზებული კალათბურთელის შეყვანაა შესაძლებელი.

ჯეიკობ პულენი
დაბადების თარიღი: 10.11.1989
სიმაღლე: 182 სმ
წონა: 85 კგ
კარიერა: კანზასის უნივერსიტეტი 2007-2011
ანჯელიკო ბიელა (იტალია, სერია A) 2011-12

სტატისტიკა "ანგელიკო ბიელაში":
32 თამაში
34,3 წუთი
16 ქულა
1,8 მოხსნა
3,2 პასი
1,8 ჩაჭრა
2-ქულიანები 48,7%
3-ქულიანები 34,1%
საჯარიმოები 74,8%

საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი დაემატა.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ კონტრაქტი გაუფორმა ცნობილ იტალიელ სპეციალისტს, სანდრო ბერკადინოს, რომელიც ჩვენს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე 17 ივლისიდან 13 აგვისტომდე იმუშავებს.

ბერკანდინო 2011 წელს მაკედონიის ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი იყო. გასულ სეზონში კი იტალიურ "სიენაში" მუშაობდა და ამ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნულ გუნდში კიდევ ერთი ახალგაზრდა პერსპექტიული კალათბურთელი გამოიძახეს. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების წევრი ნოდარ თენიეშვილი ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში შეუერთდება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ახალი გენერალური მენეჯერი ჰყავს. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, მერაბ რატიშვილის ნაცვლად, მენეჯერად პაატა ლობჟანიძე იმუშავებს, რომელიც ნაკრებთან ერთად ავსტრიაში გაემგზავრება.

gbf.ge

ასევე იხილეთ:
ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს უნდა ატამაშონ მაგარი ზანგი ჩანს
tijana513
00:43 17-07-2012
0
პირველმა გაგვაოცა (ნუ მაშინ გამოუცდელები ვიყავით), მეორე პირველს აშკარად ჯობდა, მესამე არ მოგვწონდა (უკვე რაღაც გამოცდილება გვქონდა და მეტყი გვინდოდა), ამიტომ პირველ ორზე უარესად მიგვაჩნდა, მეოთხე ყველაზე უარესი იყო (შეიძლება ასე იმიტომ ვფიქრობთ, რომ ევროპაზე ვნახეთ ძირითადად და ვერ გაქაჩა სათანადოდ, გაუჭირდა), მაგრამ ერთხელ ხომ უნდა დამთავრდეს და ერთი ნორმალური ვიპოვოთ? თუ მუდამ ასე იქნება?
gizo
00:11 17-07-2012
0

სიახლეები პოპულარული