შეკრებაზე გამგზავრების წინ ნაკრებმა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში ივარჯიშა, რომლის დასკვნითი ნაწილი ჟურნალისტებისთვის ღია იყო. საშუალება მოგვეცა, მწვრთნელ-მოთამაშეებს გავსაუბრებოდით, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2 ივლისს თბილისში შეიკრიბა და ფიზმომზადება გაიარა, 17 ივლისიდან კი გუნდს მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი და რამდენიმე კალათბურთელი შეუერთდება.
17-დან 28 ივლისის ჩათვლით ეროვნული გუნდი ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში მოემზადება, რის შემდეგაც 2 საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ასევე, გამართავს საკონტროლო მატჩებს ავსტრიისა და გერმანიის ნაკრებებთან.
გავესაუბრეთ ფიზმომზადების მწვრთნელ
- თბილისური მზადება ორი ეტაპისგან შედგებოდა. პირველი იყო ეგრეთ წოდებული ფუნქციონალური წვრთნა, რომლის დროსაც ყურადღება ექცევა გულ-სისხლძარღვთა სისტემის "გამოფხიზლებას".
მეორე ეტაპზე ვვარჯიშობდით სისწრაფეზე, კოორდინაციაზე, გამძლეობაზე, მოქნილობაზე... მოკლედ, ნელ-ნელა მივუახლოვდით სათამაშო სიტუაციებს.
- იქნებ ეს ეტაპი შარშანდელს შევადაროთ?
- უკეთესი სიტუაციაა. გავიხსენოთ, რომ გასულ წელს მანუჩარ მარკოიშვილი სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა.
ამჯერად მანუ სრული დატვირთვით ემზადება. შედარებით გვიან შემოგვიერთდა გიორგი შერმადინი, თუმცა ისიც მეტ-ნაკლებად მიუახლოვდა გუნდის კონდიციებს.
- მანუჩარსა და ვიქტორ სანიკიძეს არ უვარჯიშიათ...
- მარკოიშვილს ქორწილი ჰქონდა და საპატიო მიზეზით არ არიან. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მანუჩარს გაბედნიერება მივულოცო.
- ახალწვეულები როგორ შეეწყვნენ გუნდს?
- ძალიან მონდომებულები არიან და ბევრსაც შრომობენ. ვფიქრობ, 12-კაციან განაცხადში მოხვედრისთვის სერიოზული კონკურენცია იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი ახალწვეული ჰყავს
ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა
ლატვია და აინარს ბაგატსკისი საქართველოსთან საბრძოლველად სერიოზულად ემზადებიან