მანამდე მოუხელთებელი რესპონდენტი მაინც მოვიხელთეთ და სპორტიდან დაწყებული ყველა თემაზე ვესაუბრეთ.
ალბათ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლები არ მიწყენენ, თუ ვიტყვი, რომ კალათბურთელები, ზოგადად, ყველაზე ენაწყლიანი და კარგი მოსაუბრეები არიან და არც ვიკაა ამ მხრივ გამონაკლისი.
- ვიცი, რომ კლუბი შეიცვალე. სიენას "მონტეპასკიში" უკვე ოფიციალურად გადასვლას გილოცავ.
- დიდი მადლობა (იღიმის). "სიენა" ბოლო ექვსი წელი იტალიის ლიგის ჩემპიონია. ამგვარი
ძალიან ძლიერი გუნდია. იტალიის ჩემპიონატში თამაშობდა "სიენაც" და ჩემი გუნდიც, შესაბამისად, ჩემზე დაკვირვების საშუალება ჰქონდათ, ამიტომ გადასვლის ორგანიზებაც ადვილი იყო.
გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ლუკა ბანკი, მანამდე მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ და ერთმანეთს შორიდან ვიცნობდით, სალმის დონეზე. თვითონ დამირეკა და მითხრა, რომ სამი წელია იციან, რა და როგორ შემიძლია.
მქონდა სხვა შემოთავაზებებიც ამა თუ იმ კლუბიდან, მაგრამ მაინც "სიენა" ვარჩიე. ვთქვათ, თურქეთში რომ წახვიდე კლუბში, იქ არ იციან, ვინ ვარ ისე კარგად, როგორც ნებისმიერ იტალიურ კლუბში.
- გაწყობდა ალბათ იტალიაში დარჩენა...
- რასაკვირველია, სამი წელია, იქ ვცხოვრობ, თან ენაც კარგად ვიცი. ყველას ვიცნობ, ნაცნობი გარემოა და უფრო გამიადვილდება ახალ გუნდში ადაპტირება, მით უმეტეს, მოთამაშეებსაც ვიცნობ. ყველანაირად ვამჯობინე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კალათბურთის მხრივ, პროფესიონალურად, ჩემთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
- ძველ გუნდში არ ფიქრობდი დარჩენას?
- არა, ფინანსურად ძალიან გაუჭირდა და იმ დონის მიღწევებიც არ ჰქონდა, თანაც, უკვე თავისუფალი აგენტი ვიყავი. ბოლო წელი საკმაოდ კარგად ჩავატარე, კარგი სტატისტიკა მქონდა, მესამეზე გავედი გამოკითხვაში მოთამაშეებს შორის, საუკეთესო ევროპელის პრიზი გადმომცეს იტალიის ჩემპიონატში და ასევე საუკეთესო ფორვარდის. მგონი, ცუდი სეზონი არ მქონდა და სხვადასხვა შეთავაზებას ველოდებოდი.
- იმედია, კიდევ უფრო მეტი საინტერესო შეთავაზება გექნება მომავალში. ანაზღაურებას თუ აქვს ხოლმე შენთვის მნიშვნელობა?
- "სიენა" თამაშობს ევროლიგას, რომელიც ევროპის საუკეთესო ტურნირია. კალათბურთის თვალსაზრისით, სხვა შემოთავაზებებზე დათანხმება არ იქნებოდა გამართლებული. არ ვარ იმ ასაკში, რომ იმას დავუწყო ყურება, სად რა თანხას შემომთავაზებენ და ამის მიხედვით ავარჩიო. მაქვს იმის შანსი, რომ კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებში ვითამაშო.
ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ არ წავედი უფრო დაბალი დონის გუნდში, სადაც გაცილებით მეტი ანაზღაურება მექნებოდა.
- თბილისში ვარჯიშებისთვის ჩამოხვედი?
- 16 ივლისს იწყება საქართველოს ნაკრების ოფიციალური შეკრება ავსტრიაში. მანამდე აქ ორკვირიანი ფიზიკური მომზადების კურსი გავიარეთ და ამისთვის ჩამოვედი.
- თბილისში ხშირად ახერხებ ჩამოსვლას?
- არა, მხოლოდ მაშინ, როდესაც სეზონი მთავრდება, ივლისის ბოლოსთვის. სექტემბრიდან ივლისამდე ჩამოსვლის დრო არ მაქვს. როცა აქ ჩამოვდივარ, ოჯახსა და მეგობრებთან ვატარებ დროს.
- ვიცი, რომ უკვე დაისვენე ამერიკაში. მოგვიყევი, როგორ...
- 16 წლის ვიყავი, როცა ნიუ-იორკის კოლეჯის გუნდში ვთამაშობდი ჩემს მეგობართან ერთად. მას მერე იმდენი ქართველი მეგობარი შევიძინე, რომ ყოველთვის, როცა სეზონი სრულდება, ზაფხულობით ნიუ-იორკში მივდივარ ხოლმე. იმ ჩემმა მეგობარმა ნიუ-იორკში დაამთავრა კოლეჯი და იქ ცხოვრობს. მასთან ჩავდივარ ხშირად. შარშან ვერ მოვახერხე წასვლა და წელს, როგორ კი დრო გამოვნახე, გავემგზავრე. ჯერ ნიუ-იორკში ვიყავი მცირე ხანს, შემდეგ კი ლას-ვეგასში წავედით.
- აზარტული იქნები...
- ვარ, მაგრამ რომ ვთქვა, კაზინო დამღუპავს-მეთქი, არ იქნება მართალი. მაქსიმუმ, 2000 დოლარი წამიგია ან მომიგია. გიჟურ თანხებს არ ვდებ. ვთამაშობ ყველაფერს. თავიდან, როცა კაზინოს წესები კარგად არ იცი, "რულეტკას" თამაშობ, მერე "ბლეკ ჯეკს" მიეპარები, შემდეგ კი პოკერს, ბოლოს კამათელს რომ აგორებენ, ეს ძალიან ჩამთრევი თამაშია, მუღამი აქვს დიდი. ძირითადად, ამას ვთამაშობ ხოლმე. ლას-ვეგასში მეოთხედ გახლდით. პირველი, რაც ნიუ-იორკის შემდეგ თავში მომდის ხოლმე, ლას-ვეგასში წასვლაა (იცინის).
- ნიუ-იორკში რა უნდა ნახოს ადამიანმა, შენი აზრით?
- ცენტრალ პარკი, სადაც უამრავი ფილმია გადაღებული. იქ ერთი ლამაზი ხიდია, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნო. მეხუთე ავენიუზე, ამ "ფოე-ფოე" ქუჩაზეც უნდა გაისეირნოთ (იცინის), იქ უამრავი ცნობილი ბრენდის მაღაზიაა და მდიდარი ბებოები დადიან ბრილიანტასხმული კატებით. "მარტო სახლში" ალბათ გახსოვთ და სასტუმრო "პლაზას" ნახვასაც ყველას გირჩევთ, სადაც მთავარი გმირი მოხვდება. პირველად რომ ჩავედი ნიუ-იორკში, ძალიან მინდოდა ამ სასტუმროს ნახვა და ვნახე კიდევაც. ყველაზე ლამაზი არის კომპიუტერული ტექნიკის, "ეფლის" მაღაზია, დიდი შუშის ნაგებობაა, ოთხკუთხედი, სადაც შესვლისას ქვევით ჩადიხარ. ნიუ-იორკი ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში ვცხოვრობ.
- ჩაცმის განსაკუთრებული სტილი გაქვს. შოპინგი გიყვარს?
- ძალიან, მგობრები მეღადავებიან, რომ ძალიან დიდ დროს ვუთმობ. როცა უცხოეთში ქუჩაზე ბევრი მაღაზია შეგხვდება, რატომ არ უნდა შეხვიდე და შეიძინო რაიმე?!.. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს ზომა ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს ხშირად ვნახულობ, მაგრამ ზოგადად მიყვარს შოპინგი, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ შოპინგისთვის ამერიკას იტალია მირჩევნია. მე არ შემიმჩნევია ეს განსხვავება, მაგრამ ამერიკაში მცხოვრებ ჩემს მეგობრებს იტალიაში ურჩევნიათ სამოსის შეძენა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში უფრო ძვირია ბრენდები, ვიდრე ამერიკაში. ამბობენ, ევროპაში მაინც უფრო კარგი ხარისხიაო.
- მილანს ალბათ ხშირად სტუმრობ...
- საერთოდ არ მიყვარს მილანი, არაფერი ლამაზი იქ არ არის, უბრალოდ, მოდის ქალაქია. მიყვარს რომი და ფლორენცია.
- გამორჩეული თეთრი სათვალე გიკეთია.
- ეს "რეი-ბანია". თეთრი ზაფხულში კარგია გარუჯულზე.
- ბევრი ქართველი ბიჭი არ იკეთებს თეთრ აქსესუარს.
- ვერ დაგეთანხმები, მგონი, გამოვდივართ ქართველი ბიჭები ამ მდგომარეობიდან, რომ შავი ამოვიღოთ ხმარებიდან (იცინის). სხვათა შორის, ეს სათვალე აქ ვიყიდე და გამყიდველს გაუხარდა, რა კარგია, რომ თეთრი იყიდე, სულ შავებს არჩევენ ბიჭებიო.
- თბილისში რომ ჩამოდიხარ ხოლმე, აქ როგორ ერთობი?
- ერთადერთი გართობა მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაა. წელს "ბუდა-ბარში" ვიყავი და ძალიან მომეწონა. მნიშვნელობა არც აქვს, სად ვარ, მთავარია, რომ მსიამოვნებდეს მეგობრების გარემოცვაში იქ ყოფნა. არ ვარ წვეულებების მოყვარული, მირჩევნია, მეგობრის სახლში მივიდე და იქ გავერთო. წინა კვირას ბათუმში გახლდით, სადაც ხუთი წელია, არ ვყოფილვარ და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. დრო რომ მქონდეს, კიდევ წავიდოდი. კარგად გავერთეთ, თუმცა მგონია, რომ ქართველისთვის ბათუმი პარასკევს, შაბათსა და კვირას წასასვლელი ადგილია და არა დასასვენებელი.
- საქართველოში დასვენებას ახერხებ სადმე?
- არ მაქვს მაგდენი დრო. ერთ კვირაში სად უნდა დავისვენო? სულ მისვლა-მოსვლაში ვარ. წელს დავგეგმე ბათუმის ნახვა, მინდოდა მესტიის ნახვაც, რომელსაც ყოველდღე აჩვენებენ ტელევიზიით, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- ქართულ საინფორმაციოებს უყურებ ხოლმე იტალიაში?
- კი, როგორ არა? ყველა საინფორმაციოს ვუყურებ. ყველას უკვირს, საიდან იცი ამდენი და მაგისი დრო სად გაქვსო, მაგრამ ამას რა დრო უნდა? ვარჯიშიდან სახლში რომ მივდივარ, მაქვს იმის დრო, რომ კომპიუტერით შევხედო ახალ ამბებს ან წავიკითხო, "ფეისბუქზე" შევიდე და მეგობარს დაველაპარაკო. რა საქმიანობასაც უნდა ეწეოდე, მგონია, რომ ამისი საშუალება ყველა ადამიანს აქვს.
- თბილისში რომ ჩამოდიხარ, გოგონებს თუ გაცნობენ და გირიგებენ ხოლმე?
- არა, რადგან კატეგორიულად მაქვს აკრძალული ყველასთვის ჩემთვის გოგონების გაცნობა. ხშირად მეკითხებიან, არ აპირებ ცოლის მოყვანასო? ვინ უნდა გამაცნოს გოგონა? უბრალო ნაცნობი ამას ვერ გააკეთებს და მეგობრებმა იციან ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ვიღაც რომ გამაცნონ, ეს დადგმული რაღაცები არ მომწონს.
საერთოდ, სპონტანურად მიყვარს ყველაფერი და არა დაგეგმილად. მუღამი იმას აქვს, როცა ეს ექსპრომტად ხდება, თუნდაც დასვენებისას, მით უმეტეს, გოგოს გაცნობისას. აბა, მოდი ჩვენთან სადილზე, კაი გოგო იქნებაო, ამაზე ძალიან მეცინება. თუკი სიცილით არ ესმით, მერე აუცილებლად ნერვები ამეშლება.
- ამის გამო უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილხარ?
- არა. თუ დამიჯერებ, ყველაზე უხერხულ სიტუაციაში მაშინ ვვარდები, როდესაც ბევრი ხალხია და ვიღაც მცნობს. პოპულარობა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ეს პროცესი, როცა ვიღაც მცნობს, ცოტა მაკვირვებს.
ახლაც ბათუმში კაცი მოვიდა სუფრასთან და ჩემი სადღეგრძელო დალია. ჩემმა მეგობრებმა მკითხეს მერე, რა სახეს იღებ ხოლმე, ძალიან გაკვირვებულს, არ იცი, რომ ხალხი გცნობსო? შეიძლება, ვერ ვათვიცნობიერებ. ბათუმში რომ მიცნეს, მართლა გამიკვირდა. ის კაცი ჩემი ფანი აღმოჩნდა. არ ვამბობ, რომ ასე არ უნდა იყოს, თუმცა ცოტა მეუხერხულება ხოლმე.
- იტალიაში როგორ არის?
- ქართველები ცოტა ემოციურები ვართ. უფრო გვიყვარს გაფეტიშება. იქ კი ამდენად არ აქცევენ ყურადღებას, იქ გუნდის ფანები არიან, ყველა წევრს იცნობენ, მაგრამ კონკრეტული მოთამაშის ფანი ცოტაა. იქაც გესალმებიან, მაგრამ უფრო სხვა დამოკიდებულებაა.
- ალბათ საცხოვრებლად სხვაგან გადადიხარ, რადგან კლუბი გამოიცვალე...
- კი, კლუბი მიქირავებს სახლს, მომცემენ მანქანას. მეცოდინება, სად არის ვარჯიში და ერთ სუპერმარკეტსაც ვიპოვი (იცინის).
- მარტო ცხოვრობ?
- კი.
- ჰონორარი რომ გერიცხება, რაში ხარჯავ ხოლმე?
- მეგობრებში. ვთქვათ, ჩამივარდა ხელში მილიარდი. რა უნდა გავაკეთო? კარგი, წავალ და ვიყიდი კუნძულს და მერე დავჯდე იქ რობინზონ კრუზოსავით? მეგობარი ხომ გინდა ადამიანს?..
- ისე, კარგ პარასკევასაც არა უშავს.
- (იცინის) რობინზონს გაუმართლა... ოჯახს დავახარჯავდი, ცოლი და შვილი რომ მყავდეს, რასაკვირველია, მათაც.
- ისე, შენს ასაკში მამაკაცები უკვე შვილზე იწყებენ ხოლმე ოცნებას.
- ცოლზე ალბათ არა, იმიტომ რომ მეუღლესთან ასოცირდება თავისუფლების შეზღუდვა, ქართველ მამაკაცებს კი უყვართ თავისუფლება, აქ ღალატს არ ვგულისხმობ, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად სადღაც წასვლასა და გართობას. ცოლს კი მოუნდება, რომ ქმარი გვერდზე ჰყავდეს. ამიტომაც ამბობენ ხოლმე კაცები, რომ შვილი უნდათ. რაც შემეხება მე, შვილი რაღაც დოზით მინდა, მაგრამ ისე არა, რომ ცოლის გარეშე მყავდეს (იღიმის).
- ახლა თავისუფალია შენი გული?
- ჩემი გული თავისუფალი იყო და არის (იღიმება).
- მაინც როგორი უნდა იყოს ეს ერთადერთი?
- უპრობლემო (იცინის). გარეგნობას მივაქცევ ყურადღებას, ძალიან დაბალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს. პირველ რიგში, ფიზიკურად უნდა მომეწონოს, არ ვამბობ, რომ მონიკა ბელუჩი უნდა იყოს, მაგრამ ცოლი რომ გყავს, შეხედვა ხომ უნდა გესიამოვნოს? მერე ხასიათსაც მოვაქცევ ყურადღებას და ეს არის (იღიმება).
ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე: ნაკრებმა თბილისში ყველა თამაში უნდა მოიგოს
ოფიციალურად: ხელი მოწერილია, ვიქტორ სანიკიძე სიენელია
იტალიაში მოთამაშე ქართველ კალათბურთელთა სეზონის შეჯამება