საქართველოს ნაკრების მეტოქე - დანაკლისი ჰოლანდიაში

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე ჰოლანდიის შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები განხორციელდა. შეიცვალა მთავარი მწვრთნელი. თბილისში გუნდს ჩამოუძღვება იან იანსენი.

მან თავიდან 14 კალათბურთელი მიიწვია, თუმცა, როგორც ჰოლანდიური პრესა იტყობინება, ოთხის თამაში გამოირიცხა. დენ გაძურიჩი, რომელიც ახლახან "პორტლენდში" გადავიდა, ჰოლანდიაში ჩასვლას საკონტრაქტო სიტუაციის გამო ვერ ახერხებდა (თუმცა ჯერ უცნობია, "პორტლენდთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ დაუბრუნდება თუ არა ნაკრებს).

ასევე საკონტრაქტო საკითხები მოიყვანა ნაკრებში არგამოცხადების მიზეზად როლანდ შაფტენაარმა, ხოლო შტეფან ვესელსი ნაკრებს პირადი მიზეზით დააკლდა. "ლეიდენის" კალათბურთელ პატრიკ ჰილიმანს კი ტრავმამ შეუშალა
ხელი.

მწვრთნელის მიერ გამოძახებული კიდევ ორი კალათბურთელი დააკლდება ამ ზაფხულს ჰოლანდიას: კენეტ ვან კემპენი და ჟეროენ ვან დერ ლისტი. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იანსენმა გუნდში ნიკი ჰულზებოსი გამოიძახა.

საქართველოს ნაკრები ჰოლანდიას სტუმრად 27 აგვისტოს ეთამაშება, ხოლო შინ - 11 სექტემბერს.

ჰოლანდია
მოთამაშე სმ პოზიცია დაბ.თარ. გუნდი
კეეს აკერბუმი 200 ფორვარდი 1983 დენ ბოსხი
შონ კანინგემი 188 გამთამაშებელი 1986 ტინდასტოლი (ისლანდია)
ფრანსისკო ელსონი 212 ცენტრი 1976 ფილადელფია (აშშ)
ჰენკ ნორელი 212 ცენტრი 1987 ხუვენტუდი (ესპანეთი)
ჯესი ვოორნი 193 უკანახაზელი 1990 გრონინგენი
ტიეს ტეეუვკენსი 190 უკანახაზელი 1985 გრონინგენი
რობინ სმუელდერსი 208 ფორვარდი 1987 ოლდენბურგი (გერმანია)
როჯერ იანსენი 188 უკანახაზელი 1984 დენ ბოსხი
ვორსი დე იონგი 194 უკანახაზელი 1988 ლეიდენი
არვინ სლაგთერი 192 უკანახაზელი 1985 ლეიდენი
მწვრთნელი: იან იანსენი.

ამხანაგურები
31.07.2009
ჰოლანდია-საქართველო 79:63
16:15, 23:19, 21:11, 19:18
საქართველო: ცინცაძე (23წთ, 7ქ), ტუღუში (22წთ. 14ქ), სანიკიძე (35წთ. 16ქ. 5მ), ვ. ბოისა (25წთ. 4ქ), შერმადინი (17წთ); გამყრელიძე (27წთ. 8ქ. 3პ), მეტრეველი (17წთ. 7ქ), თ. შენგელია (21წთ. 7ქ. 2ჩ), ა. ბოისა (13წთ)

1.08.2009
ჰოლანდია-საქართველო 81:74
18:25, 18:10, 20:14, 25:25
საქართველო: ცინცაძე (33წთ, 18ქ, 4პ, 5ჩ), ტუღუში (26წთ, 16ქ), სანიკიძე (33წთ, 9ქ, 6მ), ვ. ბოისა (30წთ. 16ქ. 5მ), შერმადინი (22წთ. 4ქ. 7მ); გამყრელიძე (18წთ), ა. ბოისა (9წთ), მეტრეველი (11წთ. 5ქ), თ. შენგელია (17წთ. 6ქ. 5მ)

12.08.2011
ჰოლანდია-საქართველო 72:77
11:19, 19:18, 17:24, 25:16
საქართველო: გამყრელიძე (29წთ, 2ქ), ვ. ბოისა (19წთ, 4ქ), ფაჩულია (30 წთ, 12 ქ, 6მ), შერმადინი (11წთ, 2ქ), მარკოიშვილი (26წთ, 19ქ), სანიკიძე (25წთ, 11ქ, 12მ), ცქიტიშვილი (16წთ, 13ქ), შენგელია (19წთ, 9ქ, 5მ), ჰეინსი (25წთ, 5ქ)
ჰოლანდია: სმუელდერსი (15ქ), გაძურიჩი (11ქ), ვოორნი (11ქ), იანსენი (8ქ), ვან კემპენი (8ქ), სლაგტერი (5ქ), ვან დერ ჰორსტი (5ქ), ოსიაკვუვუმვამი (3ქ), ვესელსი (2ქ), როიე (2ქ), ტეეუვკენსი (2ქ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ავთო ბერიძე: 12-კაციან განაცხადში მოხვედრისთვის სერიოზული კონკურენცია იქნება
ავსტრიაში გამგზავრების წინ ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა
საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ამერიკელი ახალწვეული ჰყავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული