საქართველო კალათბურთელთა ნაკრები 2012 წელს ესტონეთით იწყებს

AutoSharing Option
29 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრები 2012 წლის პირველ მატჩს ჩაატარებს. მისი მეტოქე ესტონეთი იქნება, რომელიც ოთხთა ტურნირის, "ერთა თასის" მასპინძელია.

შეჯიბრებაში საქართველოსა და ესტონეთის გარდა ჩეხეთის ნაკრები და ამერიკის კოლეჯების კრებული მიიღებენ მონაწილეობას.

ბალტიისპირელების მთავარ საკალათბურთო საიტ "ბასკეტზე" ქართველთა შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშეები.

ყურადღება გამახვილებულია მათზე, ვინც წლეულს დაწინაურდა - ვიქტორ სანიკიძე (რომელიც 2008-09 წლებში ესტონეთის ჩემპიონატში გამოდიოდა) "ვირტუსიდან" "მონტეპასკიში" გადავიდა, გიორგი შერმადინი - "კანტუდან" "მაქაბიში", ხოლო თორნიკე შენგელია - "შარლერუადან" ამერიკულ "ბრუკლინში".

გთავაზობთ
"ერთა თასის" გათამაშების განრიგს.

29 ივლისი
18:00 ჩეხეთი-კოლეჯები
20:00 ესტონეთი-საქართველო

30 ივლისი
18:00 ჩეხეთი-ესტონეთი
20:00 საქართველო-კოლეჯები

31 ივლისი
18:00 საქართველო-ჩეხეთი
20:00 ესტონეთი-კოლეჯები

მითითებულია თბილისის დრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტელევიზორსჰი იქნება ამათი თამაშები ? და რომელ არხზე?
dato
19:18 28-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული