შეჯიბრებაში საქართველოსა და ესტონეთის გარდა ჩეხეთის ნაკრები და ამერიკის კოლეჯების კრებული მიიღებენ მონაწილეობას.
ბალტიისპირელების მთავარ საკალათბურთო საიტ "ბასკეტზე" ქართველთა შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა, სადაც ჩამოთვლილია ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშეები.
ყურადღება გამახვილებულია მათზე, ვინც წლეულს დაწინაურდა - ვიქტორ სანიკიძე (რომელიც 2008-09 წლებში ესტონეთის ჩემპიონატში გამოდიოდა) "ვირტუსიდან" "მონტეპასკიში" გადავიდა, გიორგი შერმადინი - "კანტუდან" "მაქაბიში", ხოლო თორნიკე შენგელია - "შარლერუადან" ამერიკულ "ბრუკლინში".
გთავაზობთ
29 ივლისი
18:00 ჩეხეთი-კოლეჯები
20:00 ესტონეთი-საქართველო
30 ივლისი
18:00 ჩეხეთი-ესტონეთი
20:00 საქართველო-კოლეჯები
31 ივლისი
18:00 საქართველო-ჩეხეთი
20:00 ესტონეთი-კოლეჯები
მითითებულია თბილისის დრო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"