ესტონეთის ნაკრების თავკაცმა ქართველი კალათბურთელების სიძლიერე აღიარა

AutoSharing Option
ესტონეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველების სიძლიერე აღიარა. იგორ კოკოშკოვის გუნდთან 14 ქულით დამარცხების შემდეგ ტიიტ სოკმა შემდეგი კომენტარები გააკეთა:

"ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ქართველი კალათბურთელები შეხვედრას უკეთეს ფიზიკურ მზადყოფნაში შეხვდნენ.

ისინი მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად მოქმედებდნენ, ჩვენ კი გარკვეული გამონათებები გვქონდა, რასაც ჩავარდნებს ვ
უნაცვლებდით. ცხადია, სიტუაცია გამოსწორებას საჭიროებს".

უკმაყოფილო იყო მასპინძელთა ლიდერი იანარ ტალტსიც, რომელმაც თავისიანთაგან 19 ქულა მიითვალა, მაგრამ ამით ვერაფერი შეცვალა:

"უდავოა, საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და თანაც, მათ შემადგენლობა საკმაოდ გადაახალისეს. მიუხედავად ამისა, მეტის გაკეთება გვმართებდა. იმედია, მომავალ
თამაშებში უკეთ გავისარჯებით".


gbf.ge


ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული