საქართველოს ნაკრებმა ესტონური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ქართველების უპირატესობით დაიწყო და ეს პირველი პერიოდის შემდეგ ტაბლოზეც აისახა - 22:14 ჩვენს სასარგებლოდ.

მეორე მეოთხედშიც ვფლობდით ინიციატივას. სასარგებლოდ თამაშობდნენ მანუჩარ მარკოიშვილი, თორნიკე შენგელია, ნიკა მეტრეველი, ჯეიკობ პულენი...

მეორე პერიოდის ბოლოს ჩეხებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და შესვენებაზე გუნდები თანაბარი ანგარიშით გავიდნენ (34:34). მესამე და, განსაკუთრებით, მეოთხე პერიოდში იგრძნობოდა, რომ ქართველები გადაღლილები იყვნენ.

მათ ხომ 30 ივლისს ამერიკის კოლეჯების ნაკრებთან 50-წუთიანი (ორი ოვერტაიმი) მატჩი ჩაატარეს.

დაღლილობა გუშინდელი წაგების ერთ-ერთი მიზეზი იყო. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ მესამე და მეოთხე
პერიოდებში ჩეხები ხშირად უხეშად თამაშობდნენ და ტრავმები მიაყენეს მანუჩარ მარკოიშვილსა და გიორგი შერმადინს, თუმცა მათ თამაშის გაგრძელება მაინც შეძლეს.

გადაღლილობის ფონზე გაუგებარია, რატომ არ ათამაშა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ბესო ლეჟავა და ბექა ბექაური... რიჩარდ მათიაშვილმა (რომლისთვისაც ეს სანაკრებო დებიუტი იყო) კი მოედანზე 7 წუთი გაატარა და მონდომებით იბრძოლა.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ამ მატჩშიც ქომაგობდნენ ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ესტონეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები. თამაშის შემდეგ ჩვენმა ქომაგებმა შეძახილებით მადლობა გადაუხადეს ნაკრების წევრებს.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილმა კრებულმა ესტონური ტურნირი მესამე ადგილზე დაასრულა, დამარცხდა რა აშშ-ის კოლეჯების ნაკრებთან და ჩეხეთთან.

ალბათ, საჭიროა, მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა ანალიზის შედეგად სწორი დასკვნები გამოიტანონ, გამოასწორონ ხარვეზები, თორემ ასეთი ტაქტიკითა და თამაშით ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირში დადებითი შედეგის მიღწევა ძალიან გაგვიჭირდება.

31 ივლისი
საქართველო-ჩეხეთი 68:79
22:14, 12:20, 13:27, 21:18
საქართველო: ცინცაძე (27 წთ, 6ქ, 4პ), მარკოიშვილი (24 წთ, 14ქ, 3მ, 1პ), სანიკიძე (29 წთ, 7ქ, 11მ, 1პ, 1დ), შენგელია (33 წთ, 12ქ, 12ქ, 11მ, 1პ), შერმადინი (18 წთ, 4ქ, 2მ, 1პ); ბოისა (8 წთ, 1პ), ფაცაცია (14 წთ, 1დ), მეტრეველი (16 წთ, 12ქ, 5მ, 1დ), მათიაშვილი (7 წთ, 1ქ, 4მ), პულენი (24 წთ, 12ქ, 3მ, 1პ).
ჩეხეთი: ბენდა (8ქ, 11მ), ბალვინი (7ქ), ჰრუბანი, ჟელინეკი (22ქ, კუდლაჩეკი (9ქ), ჩარნეცკი (5პ), სვრდლიკი (9ქ), ჰოუსკა (10ქ), ჰამპლი (4ქ), ლიჩარტოვსკი (10ქ).

თენგიზ პაჭკორია ტალინიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
ხათუნა გაბიტაშვილის ფოტოები
ძალა არ გვეყო (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრების მარცხი და რეკორდების კორიანტელი
საქართველოს ნაკრებმა საკონტროლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული