სპორტის სასახლეში 7 აგვისტოს კალათბურთში საერთაშორისო ტურნირი დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელ ვაჟთა ნაკრები, იგორ კოკოშკოვის ხელმძღვანელობით, 17 ივლისიდან ავსტრიაში ემზადებოდა.

ამა წლის 29-31 ივლისს ჩვენი ნაკრები ტალინის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

4 აგვისტოს ავსტრიაში მასპინძელთა გუნდთან საკონტროლო მატჩის შემდეგ კი კოკოშკოვის გუნდი საქართველოში დაბრუნდა და დედაქალაქში განაგრძო საწვრთნელი შეკრება.

Sportall.Ge

თბილისის საერთაშორისო ტურნირის (იგი 7 აგვისტოს დაიწყება 16:30 საათზე ესტონეთი-უკრაინის შეხვედრით. 19 საათზე საქართველო ბელარუსს დაუპირისპირდება) წინ, 6 აგვისტოს, საქართველოს ნაკრებმა (გიორგი ცინცაძე, კორი ფიშერი, ჯეიკობ პულენი, მანუჩარ მარკოიშვილი, ბესო ლეჟავა, ლევან ფაცაცია, ანატოლი ბოისა, თორნიკე შენგელია, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი,
ბექა ბექაური, აკაკი დვალიშვილი, ზაზა ფაჩულია, გიორგი შერმადინი, რიჩარდ მათიაშვილი; მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი; ასისტენტები - დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში, ჯეისონ სტაუდტი) გაფართოებული შემადგენლობით ივარჯიშა სპორტის სასახლეში.

Sportall.Ge

კოტე ტუღუში: "მესმის, რომ მოსამზადებელ ეტაპზე უცხოეთში ჩვენი მარცხი გულშემატკივრებს შეაშფოთებდა, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი. ის წაგებები ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენი მიზანი იყო გუნდის შეთამაშება და კომბინაციების დამუშავება.

წაგებებიდან სათანადო გაკვეთილი მივიღეთ. მთავარია, ხარვეზები აღმოვფხვრათ და შეცდომები ოფიციალურ თამაშებში არ გავიმეოროთ. იცით, რომ მოსამზადებელი ეტაპი გადახალისებული შემადგენლობით დავიწყეთ.

გუნდთან ერთად თბილისში ივარჯიშა პირველად ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ 18 აგვისტოს რუმინეთთან მატჩს მომზადებულებ
ი შევხვდეთ, ყველა ორთაბრძოლა მაღალ დონეზე ჩავატაროთ და ჩვენი გუნდი გაისად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე ვიხილოთ".

Sportall.Geზაზა ფაჩულია: საწვრთნელ შეკრებაზე ჩამოსვლა დამიგვიანდა. საამისოდ ორი ობიექტური მიზეზი მქონდა:

ორი კვირის წინათ შვილი შემეძინა და აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავი; თანაც, სეზონის ბოლოს ფეხის ტრავმა მივიღე და ექიმების მეთვალყურეობით ვმკურნალობდი.

მათი ნებართვის გარეშე, ცხადია, მოსამზადებელ პროცესში ვერ ჩავებმებოდი. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ყველაფერს გავაკეთებ, ჩვეული ფორმა აღვიდგინო...

- ნბა-ში მეორე კალათბურთელიც გვეყოლება...
- თორნიკე შენგელიას წარმატებამ ძალიან გამახარა. ეს საქართველოსთვისაც დიდი სიამაყეა. იმედი მაქვს, რომ კარგი კარიერა ექნება, რადგან მშრომელი ბიჭია და შრომა ყოველთვის ფასდება, მით უმეტეს - პროფესიონალებთან. ეროვნულ ნაკრებსაც საიმედო ბურჯი ეზრდება.

თორნიკე შენგელია: "ემოციურად და ფიზიკურადაც დატვირთული სეზონი მქონდა, დავიღალე კიდეც, მაგრამ ახლა წუწუნის დრო არ არის. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეებში გამიჭირდა. ახლა ძალები აღვიდგინე და ჩვეული ენერგიითა და მონდომებით ვვარჯიშობ.

ყველა მეტოქეს ვიცნობთ. გვითამაშია ლატვიასთან, რუმინეთთან, ჰოლანდიასთანაც. ბოსნიის შესაძლებლობე
ბიც უცხო არ არის ჩვენთვის. ჯგუფში, ფაქტობრივად, თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს თავი. წარმატების იმედი გვაქვს. ვფიქრობთ, მიზანს მივაღწევთ".

Sportall.Ge
ფოტოზე: ჯეიკობ პულენი და კორი ფიშერი

მანუჩარ მარკოიშვილი: "დიდი ხნის შესვენების შემდეგ პირველად ვითამაშებთ საქართველოში. ყოველთვის სასიამოვნოა საკუთარი გულშემატკივრების წინაშე გამოსვლა.

თბილისის საერთაშორისო ტურნირი შეთამაშებისთვის გამოგვადგება. ჩვენი ამერიკელებიც შეიგრძნობენ, როგორ უყვართ კალათბურთი საქართველოში.

ტალინის საერთაშორისო ტურნირმა და ავსტრიასთან მატჩმა გვიჩვენა, რომ ძირითადი პრობლემები დაცვაში გვაქვს. შინაური ტურნირის მსვლელობისას ამ ხარვეზს გამოვასწორებთ და 18 აგვისტოს ორთაბრძოლას ყოველმხრივ მომზადებულნ
ი შევხვდებით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული