საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელარუსი 99:76 დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 23-ქულიანი გამარჯვებით დაიწყო თბილისის საერთაშორისო ტურნირი. იგორ კოკოშკოვის გუნდს 23 ქულით ულიდერა 21 წლის თორნიკე შენგელიამ. ორმაგი დუბლი ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, ხოლო ვიქტორ სანიკიძემ ჩვენს გუნდს 16 ქულა შესძინა.

საქართველოს ნაკრებმა მძიმე სტარტის შემდეგ დამაჯერებლად დაამარცხა არცთუ სუსტი ბელარუსი. სლავებს კარგად შეთამაშებული გუნდი ჰყავთ და პირველ ტაიმში ტოლი არ დაუდეს ჩვენს ნაკრებს - კოკოშკოვის გუნდი დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 5 ქულით ლიდერობდა: 43:38.

საქართველოს ნაკრებში ითამაშა ნატურალიზებულმა ამერიკელმა ჯეიკობ პულენმა, რომელმაც გუნდს 5 ქულა და 4 პასი შესძინა. 14-14
ქულით დაასრულეს შეხვედრა გიორგი ცინცაძემ და მანუჩარ მარკოიშვილმა.

საქართველოს ნაკრები 8 აგვისტოს, 19 საათზე, ესტონეთს დაუპირისპირდება, რომელიც 29 ივლისს ტალინში 90:76 გაანადგურა.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული