მითხრა - საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობ და მისი გამარჯვება ალოგიკური სულაც არ იყო. ჩვენს ნაკრებს კი ხუთი წელია, უნიქსელი ვერემეენკო ვერ ეხმარება და მის გარეშე შესარჩევ ეტაპზე ჩვენი ჯგუფის ლიდერებთან (იტალია, თურქეთი, ჩეხეთი) ძალიან გაგვიჭირდებაო.
მოკლედ, ბელარუსებს ევროლიგის დონის ერთი კალათბურთელი ჰყავთ, მაგრამ იგი ნაკრებში არ ჩადის. მათ ისღა დარჩენიათ, შეთამაშებითა და ბრძოლისუნარიანობით გავიდნენ ფონს. ეს გუშინდელ მატჩშიც სცადეს
მესამე პერიოდიდან კი გამოცდილებამ თავისი გაიტანა. ამ კომპონენტში საქართველოს ნაკრებს სტუმრებთან შედარებით აშკარა უპირატესობა ჰქონდა, რაზეც ბელარუსთა მწვრთნელმა ანდრეი კრივონოსმა ილაპარაკა:
- ქართველთა გუნდში მაღალი დონის კალათბურთელები თამაშობენ. მათ დიდი გამოცდილება აქვთ, რამაც მატჩის ბედი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. იმედი მაქვს, ქართველებს მომავალში კიდევ შევხვდებით და უკეთეს კალათბურთს ვუჩვენებთ. დღეს მეორე ტაიმში ფიზიკური გამძლეობა არ გვეყო.
მოკლედ, ჩვენი ნაკრების კალათბურთელთა უმეტესობამ საკუთარი თამაში მესამე პერიოდში იპოვნა. მარკოიშვილმა სამქულიანს სამქულიანი მიაყოლა (4-დან 3 სამიანი); ფაჩულიამ პირველ ტაიმში ჩაგდებულ 2 ქულას 10 მიამატა, სანიკიძე და შენგელია ერთმანეთს ჩატენვებში გაეჯიბრნენ...
ფოტოზე: ვიქტორ სანიკიძე
გიორგი ცინცაძე კი პირველი ტაიმის ბომბარდირი იყო. მან საწყის 20 წუთში 3-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, საბოლოოდ კი 4 სამიანი ასპროცენტიანი შედეგიანობით ისროლა. როგორც შარშან, გიორგი წლეულსაც სასტარტო გამთამაშებელია. ძნელი სავარაუდოა, ოფიციალურ შეჯიბრებამდე ამ მიმართულებით რამე შეიცვალოს.
ცინცაძის შემცვლელი გუშინ ამერიკელი ჯეიკობ პულენი იყო, რომელმაც 5 ქულა ჩააგდო. მართალია, 4-დან ვერცერთი ორქულიანი გამოიყენა, მაგრამ იმდენად მონდომებით ირჯებოდა, პასებსაც კარგად არიგებდა, რომ მისდამი გულშემატკივარს გარკვეული სიმპათია უნდა გასჩენოდა. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკელი ახალწვეულისგან მეტს ველით.
თუ ესტონეთის ტურნირის პირველ მატჩში პულენი მხოლოდ გამთამაშებლად ირჯებოდა, ამჯერად მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მსროლელად მოსინჯა. როცა ის და ცინცაძე მოედანზე ერთდროულად იყვნენ, გამთამაშებელი ქართველი იყო, მეორე ნომერი - ამერიკელი. არადა, ესტონეთთან მატჩში პირიქით, ბურთს პულენი ათამაშებდა.
სხვა პოზიციებზე უფრო დაწვრილებით მომდევნო შეხვედრების მიმოხილვებში მოგითხრობთ. ახლა კი მატჩისშემდგომ პრესკონფერენციას "დავესწროთ".
ფოტოზე: ზაზა ფაჩულია
ჟურნალისტებთან შეხვედრისას ბელარუსთა მწვრთნელმა რაც ილაპარაკა, ზემოთ მოგახსენეთ. ქართველთაგან კი პრესკონფერენციაზე ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია იყვნენ.
- დღეს არცერთი მატჩის მოგება არ არის იოლი. ბელარუსმაც პირველ ტაიმში დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია.
დასაწყისში მეტოქის ფარზე მოხსნებში ნამდვილად ვერ ვყოჩაღობდით, მეორე ნახევარში კი ფარქვეშ უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა და დამაჯერებლადაც გავიმარჯვეთ, - აღნიშნა ქართველთა კაპიტანმა.
თორნიკე შენგელიას ახალწვეული პულენის შესახებ ვკითხეთ:
- ის და ფიშერი ნაკრებისთვის სასარგებლო კალათბურთელები არიან. გუნდს სათანადოდ ათამაშებენ და დაცვაშიც კარგად გამოიყურებიან. მათ კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება მოუწევთ და გულშემატკივარიც სათანადოდ გაიცნობს.
7 აგვისტო, თბილისი. სპორტის სასახლე
საქართველო-ბელარუსი 99:76 (ფოტორეპორტაჟი)
23:23, 20:15, 30:20, 26:18
საქართველო წთ მ პ შ ჩ დ ქ
ცინცაძე 24 4 3 6 3 0 14
მარკოიშვილი 28 1 6 1 0 0 14
სანიკიძე 28 7 3 3 1 0 16
შენგელია 30 8 3 2 4 1 23
ფაჩულია 21 10 3 2 0 1 12
ა. ბოისა 7 0 1 0 0 0 0
შერმადინი 19 3 1 0 0 1 10
ფაცაცია 5 1 0 1 0 0 0
მეტრეველი 7 1 0 0 1 0 2
ლეჟავა 8 3 1 0 0 0 3
ბელარუსი: ულიანკო (16ქ, 6მ), ჩარიკაუ (1ქ), სტიგერსი (7ქ), პარახუსკი (19ქ, 5მ), მ. მეშერაკოუ (5ქ), კორშუკი (2ქ), ლაშკევიჩი (6ქ, 10მ), პუსტაჰვარი (5ქ), კუდრიაუტსაუ (11ქ), ტრატსინეცკი (2ქ), ი. მეშარაკოუ (2ქ).
მსაჯები: დ. ნესკოვიჩი, ზ. მაჩალაძე, ი. იგნატიევი
უკრაინამაც ფავორიტობა განაცხადა
7 აგვისტოს პირველ მატჩში უკრაინამ ესტონეთი დაამარცხა და თბილისურ პუბლიკას დაანახა, რომ ოთხთა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია.
კალენდარიც სწორადაა შედგენილი - საქართველო და უკრაინა ერთმანეთს ბოლო ტურში შეხვდებიან და ისევე, როგორც 2010 წელს, ჩემპიონის ბედს ამჯერადაც ამ გუნდების შეხვედრა გამოავლენს.
7 აგვისტო, თბილისი. სპორტის სასახლე
უკრაინა-ესტონეთი 60:49
19:18, 14:12, 17:8, 10:11
უკრაინა: გლადირი (5ქ), დროზდოვი (4ქ), კოლჩენკო (1ქ), ლიპოვოი (4ქ, 6მ, 5პ), კორნიენკო (7ქ), კრავცოვი (4ქ), ნატიაჟკო (18ქ, 6მ), არტამონოვი, ბურტი (10ქ), ზაბირჩენკო (2ქ), გლებოვი (2ქ), პუსტოზვონოვი (3ქ), ზაიცევი, ტიმოფეენკო.
ესტონეთი: ტ. სოკი, დორბეკი (4ქ), სააგე (3ქ), ტალტსი (2ქ), არბეტი (5ქ), ს. სოკი (5ქ), ვენე (10ქ, 8მ), კანგური (20ქ, 8მ), ჰალიკი.
99-ით დავიწყეთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"