საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორედ იმარჯვა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ზედიზედ მეორე გამარჯვება. თბილისის საერთაშორისო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერი ჩვენი ნაკრებია. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც უკრაინამ მოულოდნელად ბელარუსთან წააგო, საქართველომ კი ესტონეთი დაამარცხა.

შედეგიდან არ ჩანს, თუმცა დღევანდელი შეხვედრა ქართველებისთვის უფრო იოლი იყო. იგორ კოკოშკოვის გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და მთელი მატჩის განმავლობაში დამაჯერებლად ლიდერობდა. საბოლოოდ 84:71 - საქართველოს ნაკრებს ვერც ესტონელები აღუდგნენ წინ.

კოტე ტუღუში: "ესტონეთის გუნდი გამოირჩევა პერიმეტრიდან სროლებით და რთულია ასეთ მეტოქესთან თამაში, თუმცა სასიხარულოა, რომ მოვახერხეთ მოწინააღმდეგის თამაშზე კონტროლის დამყარება, დაცვის გამოსწორება და
გამარჯვება ამის ხარჯზე მოვიპოვეთ".


ტიიტ სტოკი, ესტონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "საქართველო ძალიან კარგი გუნდია და ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ამასთან, საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია და საკუთარ მოედანზე თამაშობს, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა.

ჩვენ ბევრი ვეცადეთ, თუმცა, სამწუხაროდ, არაფერი გამოგვივიდა. ჩვენი ერთ-ერთი სისუსტე შიგნიდან სროლაა, რაც დღეს მატჩის რეზულტატზეც აისახა".


gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული