ითამაშებს თუ არა ნაკრების კაპიტანი 18 აგვისტოს, ევრობასკეტ 2013-ის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში?
ეს კითხვა ერთობ აქტუალურია და ჩვენც გადავწყვიტეთ, თავად ფაჩულიას გავსაუბრებოდით.
- ზაზა, რატომ არ ვარჯიშობ?
- ფეხმა შემაწუხა. ვარჯიში ჩვეულებრივ დავიწყე, მაგრამ მალევე კუნთი ამტკივდა და ფიზიკური დატვირთვები ვეღარ გავაგრძელე.
- ეს ის ტრავმაა, რის გამოც გერმანიასთან
- ჰო, ის ფეხია. გერმანიაში ტრავმა მატჩის წინა დღეს, ვარჯიშის დროს მივიღე. საერთოდ, კუნთის ეს მონაკვეთი, რომელიც ახლა მაწუხებს, ამერიკაში ვარჯიშისას, საქართველოში წამოსვლამდე 4 დღით ადრე დავიზიანე.
შემდეგ გამიარა, თბილისის ტურნირშიც ვითამაშე, თუმცა გერმანიაში ტრავმამ კვლავ შემახსენა თავი.
- ტრავმის გამიზეზებას რას აბრალებ?
- გერმანიაში კარგ დარბაზში ვვარჯიშობდით, მაგრამ მოედანი ისეთი ამორტიზებული არ იყო, როგორც თუნდაც თბილისის სპორტის სასახლეშია. ბეტონი იყო დასხმული და ზედ შესაბამისი მატერიალი იყო გადაფარებული.
ეს კი ვიბრაციას ამცირებს და ფეხებს დიდი ძალა აწვება - განსაკუთრებით, დიდწონიან მოთამაშეებს უქმნის ასეთი მოედნები პრობლემას. სხვათა შორის, ასეთი მოედანი იყო ევროპის ჩემპიონატზე - კლაიპედაში და იმიტომაც გავიწყვიტე კუნთი.
- ახლა რას აპირებ? შენი აზრით, 18 აგვისტოს რუმინეთის წინააღმდეგ თამაშს შეძლებ?
- ხვალ ფეხზე სურათის გადაღებას ვაპირებ. ვიცით, რომ კუნთის გარდა სხვა არაფერია დაზიანებული, მაგრამ მაინც უნდა გადავიღო, გავიგოთ, რა მდგომარეობაშია ქსოვილი.
შესაძლოა, ხვალვე ვივარჯიშო და შესაბამისად, რუმინეთთანაც ვითამაშო, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რეაბილიტაციას რამდენიმე დღე დასჭირდეს და რუმინეთთან მოედანზე ვერ გავიდე. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება.
gbf.ge