ევროპის ჩემპიონატი გაისად სლოვენიაში გაიმართება და ისევე როგორც 2011 წელს ლიტვაში შემდგარ ევროპირველობაზე, ახლაც 24 ნაკრები ითამაშებს. ფინალურ ეტაპზე მასპინძელი სლოვენიის გარდა შესარჩევი ტურნირის გარეშე დაშვებულია 7 გუნდი, დანარჩენ 16 საგზურს კი 31 ნაკრები გაითამაშებს, რომლებიც ექვს ჯგუფში არიან გადანაწილებული.
საქართველოს კენჭისყრამ შეახვედრა ხუთგუნდიანი D ჯგუფი, სადაც ასევე არიან ბოსნია-ჰერცეგოვინა, ლატვია, რუმინეთი და ჰოლანდია. ჯგუფიდან ევროპირველოვაზე ავტომატურად გავა ორი საუკეთესო გუნდი და
D ჯგუფში ფავორიტთა შორის საქართველოც მოიაზრება ტრადიციულად ძლიერ საკალათბურთო ნაკრებებთან - ბოსნიასა და ლატვიასთან ერთად, თუმც სასურველი ადგილის დაკავება იოლი არ იქნება.
სერბი სპეცილისტის იგორ კოკოშკოვის მიერ გაწვრთნილი "ჯვაროსნები" ინტენსიურად მოემზადნენ საკვალიფიკაციო ტურნირისთვის. ნაკრების სუსტ წერტილად ჩაითვლება მოკლე სათადარიგოთა სკამი, მით უფრო მას შემდეგ, რაც სამწვრთნელო შტაბმა გუნდში აღარ მიიწვია 2011 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაცადი ვეტერანები - ნიკა ცქიტიშვილი, ვლადიმერ ბოისა და გიორგი გამყრელიძე.
დიდი დანაკლისია ზაზა ფაჩულიას არყოფნა. ეროვნული გუნდის კაპიტანმა რამდენიმე დღის წინ გერმანიასთან შეხვედრისწინა ვარჯიშზე ძველი ტრავმა გაიმიზეზა და დიდი ალბათობით გამოტოვებს 18 აგვისტოს რუმინეთთან საწყის შეხვედრას.
კოკოშკოვი ამ შესარჩევ ციკლში ძირითადად დაეყრდნობა 7 მოთამაშეს - გიორგი ცინცაძეს, მანუჩარ მარკოიშვილს, ვიქტორ სანიკიძეს, თორნიკე შენგელიას, გიორგი შერმადინს, ანატოლი ბოისას და ნაკრების ნატურალიზებულ ახალწვეულ ჯეიკობ პულენს, რომელმაც საწვრთნელ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
მათ და ფაჩულიას გარდა, 12-კაციან განაცხადში არიან ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი და ნიკა მეტრეველი. თადარიგში მოიაზრებიან აკაკი დვალიშვილი და მეორე ამერიკელი კორი ფიშერი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გუნდში პულენს ჩაანაცვლებს.
ფიბა-ს წესდების თანახმად ყოველ ნაკრებს უფლება აქვს, 12-კაციან განაცხადში იყოლიოს მხოლოდ ერთი ნატურალიზებული ამერიკელი.
აღსანიშნავია, რომ D ჯგუფში საქართველო ყველაზე ბოლოს იღებს სტარტს. ვინაიდან ჯგუფი ხუთგუნდიანია, ყოველ ტურში თითო გუნდი ავტომატურად ისვეებს და საქართველოს ნაკრებმა ამგვარად გამოტოვა პირველი ტური, რომელშიც ბოსნიამ შინ 87:84 დაამარცხა ლიტვა, ხოლო რუმინეთმა 90:84 მოუგო ჰოლანდიას.
საქართველოს ნაკრები:
გიორგი ცინცაძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, ანატოლი ბოისა, ჯეიკობ პულენი, ზაზა ფაჩულია, ლევან ფაცაცია, ბესიკ ლეჟავა, რიჩარდ მათიაშვილი, ნიკა მეტრეველი
მთავარი მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი
მწვრთნელები: დავით უსტიაშვილი, კოტე ტუღუში
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარი
18 აგვისტო. თბილისი
საქართველო-რუმინეთი
21 აგვისტო. სარაევო
ბოსნია-საქართველო
24 აგვისტო. თბილისი
საქართველო-ლატვია
27 აგვისტო. ალმერე
ჰოლანდია-საქართველო
2 სექტემბერი. სიბიუ
რუმინეთი-საქართველო
5 სექტემბერი. თბილისი
საქართველო-ბოსნია
8 სექტემბერი. რიგა
ლატვია-საქართველო
11 სექტემბერი. თბილისი
საქართველო-ჰოლანდია
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები: თითოეულ ქულას ოქროს ფასი ექნება