ბოსნია-ჰერცოგოვინა VS საქართველო - ფავორიტების ომი იწყება

AutoSharing Option
21 აგვისტოს, თბილისის დროით 22 საათზე, სარაევოში ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მესამე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი დაიწყება - ბოსნია-ჰერცოგოვინა საქართველოს უმასპინძლებს.

შეხვედრას პირველი არხი გადასცემს და საკუთარი თვალით შეგვეძლება ნახვა, ბოსნიელი "ჰერცოგები" აჯობებენ თუ ქართველი "ჯვაროსნები".

ტოტალიზატორებს რომ დავეკითხოთ, მოგების დიდი შანსი მასპინძლებს აქვთ. მათზე ფსონი 1.30-ს შეადგენს, საქართველოს მოგებაზე - 1.90. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ შანსები თანაბარია, მით უმეტეს, ზაზა ფაჩულია ბოსნიასთან თამაშისთვის უკვე ემზადება.

ეს ფაქტი ნაკრების განწყობაზეც დადებითად იმოქმედებს და ჩვენს ტაქტიკურ არსენალსაც გაამრავალფეროვნებს. ისეთი გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც
კიკანოვიჩის, სინანოვიჩისა
და ბავჩიჩის დონის მეფარეები ჰყავს, ფაჩულიას თამაში მნიშვნელოვანია.

თუ გიორგი შერმადინის ფაქტორსაც გავითვალისწინებთ, თამამად შეგვიძლია წინა ხაზში ქართველთა უპირატესობაზე ლაპარაკი.

ბოსნიელებს მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული ფორვარდები ჰყავთ - მირზა ტელეტოვიჩი და ნიჰად დიედოვიჩი. მათ გვერდით ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია უნდა ვახსენოთ. ტელეტოვიჩის წინააღმდეგ თამაშის კარგი გამოცდილება აქვს (ევროლიგაზე) მანუჩარ მარკოიშვილს.

ასე რომ, ვერც ბოსნიელი ფორვარდების გვარ-სახელები შეგვაშინებს.

მართალია, გიორგი ცინცაძემ ბოლო სეზონი საქართველოს ჩემპიონატში ჩაატარა, მაგრამ მაღალი კლასი რუმინეთთან კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მის გვერდით ნატურალიზებული ჯეიკობ პულენი ითამაშებს, რომელიც კარგად შემოიჭრა ქართულ რეალობაში. გაბოსნიელებული გამთამაშებელი ზეკ რაითი საკმაოდ გამოცდილია და გუნდისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ჩვენს მეტოქეს უკანა ხაზში მაინც აქვს პრობლემები - მწვრთნელი რაითის შემცვლელებს ვერ ენდობა.

ბოსნიელებმა განვლილი 2 მატჩი, ფაქტობრივად, 7 კალათბურთელით ჩაატარეს, რაც მათ კონდიციებზე დადებითად ნამდვილად ვერ აისახება.

მართალია, არც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ტვირთავს თორმეტივე მოთამაშეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ბოსნიელებზე ერთით ნაკლები მატჩი გვაქვს ჩატარებული. ამიტომ, წესითა და რიგით, ბოსნიური შეხვედრის ბოლო წუთებზე უფრო ენერგიულად უნდა გამოვიყურებოდეთ.

დანარჩენს თამაშში ვნახავთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევრობასკეტი 2013: კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
ზაზა ფაჩულია: ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრებს ბოლომდე დავეხმარები

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაა, რა მაგრა გაარჩია? ეტყობა ტაქტიკა საჭირო არ არის. მარტო გვარები. ასე ფიქრობს ქართველების უმეტესობა: მთავარია ინდივიდუალურობა, კოლექტივიზმი ფაქტიურად უარყოფილია.
ramo
11:11 21-08-2012
0
ავტორო გადასცემს პირველი არხი როო? პროგრამაში არ უწერიათ თავიანთ საიტზე
და 22 სათზე თუ იწყება მაგათ ჩემპიონთა ლიგის თამაში აქვთ თერთმეტის ნახევარზეე
giorgi
13:09 21-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული