20 აგვისტოს ზაზამ ბოსნიიდან დაგვაიმედა: სარაევოში მშვიდობიანად ჩავედით, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მან რუმინეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, კუნთი ჰქონდა დაჭიმული და თავადაც ზუსტად არ იცოდა, გაუვლიდა თუ არა ბოსნიასთან მატჩამდე. თქვა, მთავარია, ვარჯიშისას სირბილში ხელი არ შემიშალოსო.
ამ სიტყვების შემდეგ მოუთმენლად ველოდით საქართველოს ნაკრების მორიგ ვარჯიშს, რომელსაც მნიშვნელოვან კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი.
საბედნიეროდ, წვრთნამ კარგად ჩაიარა და ფაჩულიამაც ისევე ივარჯიშა, როგორც
- ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ რთულია კალათბურთელისთვის მატჩისთვის თვალის ტრიბუნებიდან მიდევნება.
გინდა გუნდს დაეხმარო, მაგრამ ამის საშუალება არ გაქვს. მოხარული ვარ, რომ რუმინეთი დავამარცხეთ და შესარჩევი წარმატებით დავიწყეთ.
- კონკრეტულად რა ტრავმის გამო ვერ ითამაშე პირველ შესარჩევ მატჩში, ამერიკაში, "ორლანდოსთან" შეხვედრისას ნატკენი ფეხი ხომ არ გაგიმიზეზდა?
- არა. ატლანტიდან საქართველოში გამომგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მუხლზედა კუნთი დამეჭიმა.
ტრავმა სერიოზული არ ჩანდა, მალე გამიარა კიდეც და თბილისის საერთაშორისო ტურნირზე სამი მატჩი ჩავატარე. თუმცა გერმანიაში მძიმე მოედანზე მოგვიწია ვარჯიში და ტკივილი ხელახლა ვიგრძენი.
ზოგისთვის ასეთ მოედანზე სირბილი შესაძლოა, დიდი პრობლემა არ იყოს, მაგრამ ჩემი წონის კალათბურთელისთვის იოლი არ არის.
ამას დაერთო მგზავრობა გერმანიიდან საქართველომდე, რომლის დროსაც ვერც ყინულის დადება მოვახერხე, ცოტა გადავიღალე კიდეც და რუმინეთთან ამიტომაც ვერ შევძელი მოედანზე გასვლა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ექიმებმა სათანადოდ მომხედეს და ახლა თავს ნორმალურად ვგრძნობ.
- თბილისის ტურნირზე ზედიზედ სამი თამაშის ჩატარებამ ხომ არ გამოიწვია ერთგვარი გადატვირთვა, იმის გათვალისწინებით, რომ მაისის დასაწყისის შემდეგ არ გითამაშია?
- პირიქით, ამხანაგური მატჩები ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან დიდი ხნის უთამაშებელი ვიყავი. რაც უნდა კარგად მოემზადო ინდივიდუალურად, სათამაშო პრაქტიკა მაინც ბევრს ნიშნავს. თან, ვერ ვიტყვი, რომ უკრაინასთან, ბელარუსთანა და ესტონეთთან დავიტვირთე - თითო მატჩში დაახლოებით 20 წუთს ვთამაშობდი.
ბოლო წლებია, სანაკრებო მატჩებისას ტრავმები ხელს მიშლის. შარშან ევროპის ჩემპიონატზე პირველი ეტაპის შემდეგ ვეღარ ვითამაშე, შარშანწინ კი შესარჩევი ტურნირის შუაში, პოლონეთთან თამაშამდე მივიღე ტრავმა...
მომენატრა სეზონის სრულფასოვნად ჩატარება. ვიმედოვნებ, ბოსნიასთან მატჩიდან ყველაფერი გამოსწორდება და ნაკრებს ბოლომდე სათანადოდ დავეხმარები.
ფაჩულიანად, იმედიანად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბოსნია-ჰერცოგოვინა VS საქართველო - ფავორიტების ომი იწყება