იგორ კოკოშკოვის გუნდი სარაევოში 20 აგვისტოს დილით ჩარტერული რეისით ჩაფრინდა და ფაჩულიამ გამართულ ორივე ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა.
ნაკრებში საბრძოლო განწყობაა და კოკოშკოვის სამწყსო საღამოს ბრძოლისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ ბოსნია ჩვენს ჯგუფს 2 მოგებით ლიდერობს, საქართველოს კი აქტივში 1 მატჩი და ამდენივე გამარჯვება აქვს.
გვესაუბრება ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი კოტე ტუღუში, რომელსაც სარაევოში 21 აგვისტოს, 14 საათისთვის დავუკავშირდით.
- პირველ რიგში, ზაზა ფაჩულიას ტრავმაზე გკითხავთ. როგორაა კაპიტნის მდგომარეობა?
- ზაზა
- ფაჩულიას თამაშის საკითხი დღეს გადაწყდა?
- ზაზა ვარჯიშს თბილისში შეუდგა. 19 აგვისტოს, ბოსნიაში წამოსვლის წინა დღეს ზაზამ ნაკრებთან ივარჯიშა.
სარაევოში გუშინ საღამოს და დღეს დილით ვივარჯიშეთ და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა, რომ ფაჩულია თამაშს შეძლებდა.
- სხვა მხრივ, გუნდში როგორი განწყობაა?
- ზაზას მწყობრში ჩადგომამ საბრძოლო შემართება აამაღლა. ყველა კარგ ხასიათზეა და მომავალ მატჩს მოუთმენლად ველით. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
- ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ განაცხადიდან ვინ ამოვარდება?
- სავარაუდოდ, აკაკი დვალიშვილი ვერ მოხვდება 12-კაციან სამატჩო განაცხადში. ნატურალიზებული მოთამაშისთვის განკუთვნილ ადგილს კი ისევ ჯეიკობ პულენი დაიკავებს.
- ბოსნიის დამარცხების შემთხვევაში ჯგუფის ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გვეყოლება...
- ცხრილზე და მომავალ მატჩებზე არ ვფიქრობთ. ერთადერთი, რაზეც ვართ კონცენტრირებულნი, დღევანდელი მატჩია. ჩვენ აქ მოსაგებად ჩამოვედით და მიზნის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ.
ბოსნიისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
gbf.ge