საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინა ანგარიშით 96:95 დაამარცხა

AutoSharing Option
21 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან სტუმრად გამართა და ერთი ქულის სხვაობით, 96:95 (9-28, 29-26, 34-23, 23-19) დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილებმა, რომლებსაც ბოსნიური მატჩის წინ ტრავმირებული ზაზა ფაჩულია დაუბრუნდათ, შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი მეოთხედი სოლიდური უპირატესობითაც მოიგეს - 28:9.

მეორე მეოთხედში მასპინძლებმა გაიბრძოლეს და თავიდან თითქოს მდგომარეობის გამოსწორებაც სცადეს, მაგრამ ქართველი კალათბურთელების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, დაცვაში თამაშისას, ვერაფერი გააწყვეს.

შედეგად, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 54:38 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა
აქტიურად დაიწყეს, მესამე მეოთხედის ბოლო 2-წუთიან მონაკვეთში კი საქართველოს ნაკრებმა თამაში აშკარად ჩააგდო, რითაც ბოსნიელებმა კარგად ისარგებლეს და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 72:77.

ბოლო მეოთხედში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ანგარიშში სხვაობა კი მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, 96:95-ზე, ბურთი ქართველ კალათბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და 6 წამით ადრე მასპინძლებს ჩააბარეს.

საბედნიეროდ, ბოსნიელ კალათბურთელთა ბოლო იმედის შეტევას შედეგი არ მოჰყვა და შეხვედრა იგორ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი შინ, 24 აგვისტოს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ყველას!! ასეთი დაძაბული კალათბურთის მათჩი არ მინახავს!!! საღოლ ბოსნიელებს და რაღა თქმა უნდა დიდი მადლობა ჩვენს გმირებს!!
state
00:10 22-08-2012
0
გილოცავთ სრულიად საქართველოს!!!!ახლაც ვერ დაინახავთ ნაციონალური მოძრაობის დამსახურებას საქართველოს წინსვლაში?!ესაა ვარდების რევოლუციის შედეგი.და მინდა ყველამ იცოდეს რომ,ჩვენ დიდი სურვილის მიუხედავად მაინც არ წავყევით ნაკრებს ბისნიაში,რადგან ცუდადა აქვთ დაცდილი ბიჭებს ჩვენი თანდასწრებით თამაში,აი ამაშია ჩვენი დამსახურება,რომ ხელი არ შევუშალეთ მათ.თუ თბილისშიც დავძლევთ ცდუნებას და ხელს არ შევუშლით ჩვენს გმირებს,მაშინ კი უნდა შემოხაზოთ ყველამ
misha
00:25 22-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული