საქართველოს ნაკრებმა ბოსნია-ჰერცოგოვინა ანგარიშით 96:95 დაამარცხა

AutoSharing Option
21 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე შეხვედრა ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებთან სტუმრად გამართა და ერთი ქულის სხვაობით, 96:95 (9-28, 29-26, 34-23, 23-19) დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილებმა, რომლებსაც ბოსნიური მატჩის წინ ტრავმირებული ზაზა ფაჩულია დაუბრუნდათ, შეხვედრა ბრწყინვალედ დაიწყეს და პირველი მეოთხედი სოლიდური უპირატესობითაც მოიგეს - 28:9.

მეორე მეოთხედში მასპინძლებმა გაიბრძოლეს და თავიდან თითქოს მდგომარეობის გამოსწორებაც სცადეს, მაგრამ ქართველი კალათბურთელების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, დაცვაში თამაშისას, ვერაფერი გააწყვეს.

შედეგად, პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 54:38 დასრულდა.

მეორე ტაიმი მასპინძლებმა
აქტიურად დაიწყეს, მესამე მეოთხედის ბოლო 2-წუთიან მონაკვეთში კი საქართველოს ნაკრებმა თამაში აშკარად ჩააგდო, რითაც ბოსნიელებმა კარგად ისარგებლეს და ანგარიშში სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირეს - 72:77.

ბოლო მეოთხედში მოედანზე დაძაბულობამ პიკს მიაღწია, ანგარიშში სხვაობა კი მინიმუმამდე შემცირდა. შეხვედრის დასრულებამდე 30 წამით ადრე, 96:95-ზე, ბურთი ქართველ კალათბურთელებს ჰქონდათ, თუმცა მარტივ სიტუაციაში შეცდომა დაუშვეს და 6 წამით ადრე მასპინძლებს ჩააბარეს.

საბედნიეროდ, ბოსნიელ კალათბურთელთა ბოლო იმედის შეტევას შედეგი არ მოჰყვა და შეხვედრა იგორ კოკოშკოვის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მომდევნო შეხვედრას იგორ კოკოშკოვის გუნდი შინ, 24 აგვისტოს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა ბიჭებს–ბრავო კოკოშკოვის სტრატეგიას–მოზგავს ....
0
misham მგონი იხუმრა აქ. ანუ ირონიულად. მე ესე გავიგე
cotne
02:58 22-08-2012
0

სიახლეები პოპულარული