ბოსნიელთა მწვრთნელი: ბოლო წამზე ბურთი ნიჰად დედოვიჩს არ უნდა მიეღო

AutoSharing Option
ბოსნიელთა მწვრთნელი ალექსანდრ პეტროვიჩი საქართველოსთან მატჩის ბოლოს მისი გუნდის მიერ დაშვებულ ერთ შეცდომაზე მიგვითითებს:

- დიდებული თამაში იყო. პირველ ნახევარში შეტევაშიც გაგვიჭირდა და დაცვაშიც, თუმცა მეორე ტაიმში სწორი კალათბურთი ვუჩვენეთ. ამის მიუხედავად, მაინც დავმარცხდით. ბოლო შეტევისას ბურთი მარტოდმარტო მდგომ ანტე მასიჩს უნდა მიეღო, თუმცა ფარქვეშ მყოფმა ნიჰად დედოვიჩმა შეუტია...

ნამატჩევს ამაზე ლაპარაკი უკვე გვიანია. გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციისთვის რუმინეთთან მოგება გვჭირდება.

ბოსნიელი მეფარე ნეძად სინანოვიჩი დასძენს:

- გადამწყვეტი შეტევისას ნიჰად დედოვიჩს უნდა მივხმარებოდით. ბოლო წამებზე იღბალი საქართველოსკენ იყო.

უნდა დავივიწყოთ პირველი
მეოთხედი და დავრწმუნდებით, რომ კარგი კალათბურთის თამაში შეგვიძლია. წინ ხომ ხუთი თამაშია.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ბოსნიელებს რუმინეთში იოლი გასეირნება არ ელით. მათ ზედიზედ მეოთხე მატჩის ჩატარება უწევთ, რუმინელები კი წინა ტურში ისვენებდნენ და სტუმრებზე მეტი ენერგიაც ექნებათ.

საკითხავი მხოლოდ ისაა, ვლახებს კლასი რამდენად ეყოფათ ბოსნიის დასამარცხებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული