იგორ კოკოშკოვის თანაშემწე: მეორე ტაიმში დაღმასვლა ბოსნიელთა გამოცოცხლებამ გამოიწვია

AutoSharing Option
მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ამბობს - მატჩებს ყოველთვის კალათბურთელები იგებენო. მოთამაშეთა ბოსნიური შთაბეჭდილებების გაცნობა საინტერესოა, თუმცა არანაკლებ საინტერესოა მწვრთნელების მოსაზრება.

აეროპორტში გავესაუბრეთ იგორ კოკოშკოვის თანაშემწე ამერიკელ ჯეისონ სტაუდტს.

- ორი დიდი გუნდის დაპირისპირება ვიხილეთ. მაშინაც კი, როცა სოლიდური უპირატესობა მოვიპოვეთ, ვიცოდით, რომ შინ მოთამაშე გუნდი თამაშს ადრე თუ გვიან გამოასწორებდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოსნიამ 95 ქულა ჩააგდო, გამარჯვება ძალიან გასახარია. ძლიერი მეტოქე გვყავდა და მასთან მომდევნო შეხვედრას მოთმინებით ველით.

- მაინც რამ განაპირობა მეორე ტაიმში დაღმასვლა?
- ისევ და ისევ ბოსნიელთა
გამოცოცხლებამ. მეტოქეს მაღალი დონის შემტევი კალათბურთელები ჰყავს, რომლებსაც პირველ ნახევარში ჩვენი მწყობრი დაცვის გადალახვა გაუჭირდათ, არც სროლა წაუვიდათ.

საპირისპიროდ, საქართველოს ნაკრებმა შეტევაში დამაჯერებლად ითამაშა. კალათბურთელებს ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, თუმცა მეორე ნახევრიდან ბოსნიელი მექულეებიც ამოქმედდნენ და ბოლო წამებამდე დაძაბული ბრძოლა ვიხილეთ.

- მოთამაშეებით რამდენად კმაყოფილი დარჩით?
- დაკისრებული ფუნქცია ყველამ კარგად შეასრულა. მათდამი სასაყვედურო არავის არაფერი აქვს.

ნიშანდობლივია, რომ არაერთი ქულა მივითვალეთ მეტოქის შეცდომების გამო. ჩვენი კალათბურთელები თავიდანვე ძალიან მონდომებულები იყვნენ.

- საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე იგორ კოკოშკოვმა რა უთხრა შეგირდებს?
- მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა. დავავალეთ, ერთმანეთი სათანადოდ დაეზღვიათ, პოზიციები გაეცვალათ. ვიცოდით, რომ მეტოქის მწვრთნელი სროლას ან ტელეტოვიჩს მიანდობდა, ან დედოვიჩს.

პირველი პერიმეტრზე ავიდა, მეორე ფარქვეშ შევიდა. ბურთი სწორედ დედოვიჩმა მიიღო, რომელსაც სამწამიან ზონაში ზაზა ფაჩულია დახვდა...

- რა როლი ითამაშა გადამწყვეტ მომენტში ზაზას ფაქტორმა?
- იმის გათვალისწინებით, რომ ფაჩულიას ტრავმა ახალი მორჩენილი აქვს და სასურველი კონდიციებისთვის ჯერ არ მიუღწევია, დიდებულად გაისარჯა.

მან არა მხოლოდ დაცვაში ითამაშა დამაჯერებლად - გავიხსენოთ თუნდაც მეოთხე პერიოდში რეალიზებული მნიშვნელოვანი ტყორცნები.

რატომ შემცირდა ოცი ერთამდე? (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული