ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: ფავორიტი საქართველოა!

AutoSharing Option
ლატვიის ნაკრები საქართველოში 23 აგვისტოს დილას ჩამოფრინდა. თბილისში გამომგზავრებამდე ბალტიელთა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა საქართველოს ნაკრებთან პარასკევის მატჩზე ილაპარაკა.

მან იქვე დასძინა, რომ გუნდს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული როლანდას ფრეიმანისი, რომელმაც მარტინს ლაკსას ადგილი დაიკავა.

მოვუსმინოთ ბატონ აინარსს:

- საქართველო კარგი გუნდია, უკანახაზელებით დაწყებული, ცენტრებით დამთავრებული. ვფიქრობ, კავკასიელები ჯგუფის ფავორიტები არიან.

ვნახე ქართველთა მატჩები რუმინეთთან და ბოსნიასთან. ისინი თავიდანვე ძალიან აგრესიულად იწყებენ.

სწორედ ამის ხარჯზე ბოსნიაში პირველ პერიოდში დიდ უპირატესობას მიაღწიეს, თუმცა მეორე ნახევარში მასპინძლებმა ზონა სწორად დააყენეს და სხვაობაც შეამცირეს. ეს
ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ.

საქართველოს ნაკრები ძალიან გამოცდილი გუნდია და კარგად იცის მეტოქის შეცდომების გამოყენება. ეს იმას ნიშნავს, რომ შეტევისას ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ.

თუმცა გადამწყვეტი მაინც დაცვაა - უნდა ვეცადოთ, ქართველთა შეტევებისას დროულად დავბრუნდეთ დაცვაში და სწრაფი იერიშების განხორციელების უფლება არ მივცეთ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეს ვუგებთ!!!
dato
10:39 24-08-2012
0
აბა ბიჭებო დასცხეთ, თქვენ იცით
paata
10:04 24-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული