საქართველოს ნაკრებმა ლატვია ანგარიშით 79-76 დაამარცხა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე მესამე შეხვედრა ლატვიასთან გამართა და 79:76 იმარჯვა.

ამრიგად, ქართველები დაკარგული ქულებით D ჯგუფის ლიდერები არიან. იგორ კოკოშკოვის გუნდს სამი შეხვედრიდან სამივე გამარჯვება აქვს, ბოსნიელებს კი სამი მოგების წილ ერთი მარცხი გააჩნიათ.

თბილისის სპორტის სასახლეში ლატვიელებთან შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და დრამატულად დასრულდა. სტუმრებმა თავიდანვე დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს.

ლატვიელები შორიდან იმდენად წარმატებით ვერ ისროდნენ, რამდენადაც სწრაფ გარღვევებს ახორციელებდნენ. რიგ მომენტებში ბალტიისპირელები წინაც გადიოდნენ, მაგრამ ანგარიში, ძირითადად, ქართველებს მიჰყავდათ.

პირველი მეოთხედი
საქართველოს მინიმალური უპირატესობით, 21:20 დასრულდა.

მეორე მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა. ლატვიელები წინ გასვლას უფრო ხშირად ახერხებდნენ, თუმცა მეოთხედის მიწურულს მობილიზებული თამაშის წყალობით ქართველებმა დაწინაურება მოახერხეს - 41:36.

მესამე მეოთხედში ქართველებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და უპირატესობა საიმედო გახადეს. მანუჩარ მარკოიშვილის, ზაზა ფაჩულიას და ჯეიკობ პულენის შედეგიანმა თამაშმა მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძლები 13 ქულით დააწინაურა.

ლატვიელები არ ტყდებოდნენ და მატჩის ბოლო წუთებამდე შანსს ინარჩუნებდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, რომ საქართველო 10 ქულით - 76:66 იგებდა. აქ ლატვიელებმა სამქულიანი ჩააგდეს და პრესინგს მიმართეს, რამაც ის შედეგი გამოიღო, რომ შეხვედრის ბოლო წუთზე ლატვიელებმა ანგარიში გაათანაბრეს - 76:76.

თამაშის დასრულებამდე 30 წამი იყო და ჩვენები შეტევაში იყვნენ, თუმცა ბურთი დაკარგეს და დაცვაში ვიქტორ სანიკიძე დაჯარიმდა. ლატვიელმა მარეკს მეიერსმა საფინალო სირენამდე 7 წამით ადრე ორივე საჯარიმო ააცილა და მასპინძლებმა სწრაფი შეტევა წამოიწყეს.

შეტევა საფინალო სირენის თანხლებით ჯეიკობ პულენმა დააგვირგვინა. ნატურალიზებულმა ამერიკელმა სამქულიანი ჩააგდო და დროც ამოიწურა.

საბოლოოდ საქართველომ 79:76 გაიმარჯვა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 27 აგვისტოს, სტუმრად ჰოლანდიასთან გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. D ჯგუფი.
04.08. თბილისი.
სპორტის სასახლე
საქართველო-ლატვია 79:76
21:20, 20:16, 23:17, 15:23
საქართველო: ცინცაძე (9), მარკოიშვილი (19), სანიკიძე (10), შენგელია (12), ფაჩულია (18); პულენი (9), შერმადინი (2), ა. ბოისა

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
მცვრტნელის ამდენი ლანდზგვა შეიდზლება???ვაჰ,––რანი ვართ ეს ქართველელები–უმადურებოოო
mmm.
09:55 25-08-2012
0
ნათქვამია იოლი გამარჯვებები მალე ავიწყდებათო :) :). ვინერვიულებთ ბატონო, გვემახსოვრება, ოღონდ თქვენ მოიგეთ
ი.კ.
22:37 24-08-2012
0

სიახლეები პოპულარული