ზაზა ფაჩულია: თამამდ შემიძლია ვთქვა - ლატვიასთან შემთხვევით მოვიგეთ

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასევე, სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

ზაზა ფაჩულია:
"ლატვია ის გუნდია, რომელიც საფინალო სასტვენამდე უშეღავათოდ იბრძვის და ეს ჩვენთან მატჩის ბოლო ხუთ წუთშიც დაამტკიცა.

ბოსნიასთან პაექრობის მსგავსად, ბალტიისპირელებთანაც ბოლო მეოთხედში უამრავი შეცდომა დავუშვით და გამორიცხული არ იყო, ორთაბრძოლა
წაგვეგო კიდეც.

თამამდ შემიძლია ვთქვა - შემთხვევით მოვიგეთ. ცხადია, ხელის სხვისკენ გაშვერას არ დავიწყებ. გუნდში პროფესიონალები ვართ და ყველამ უნდა გავითავისოთ ჩვენ-ჩვენი ხარვეზი.

მატჩის ვიდეოჩანაწერს აუცილებლად ვნახავთ, გავააანალიზებთ და სათანადო დასკვნებსაც გამოვიტანთ, თორემ ამგვარი შეცდომებისთვის სხვა შემთხვევაში სხვა გუნდი აუცილებლად დაგვსჯის.

პირველი წრის ბოლო თამაში ჰოლანდიაში გვაქვს. მართალია, ნიდერლანდელებმა აქამდე სამივე შეხვედრა დათმეს, მაგრამ ტურნირს ისე არ დაამთავრებენ, ერთხელ მაინც არ გაახარონ თავიანთი ქომაგები. ამიტომ მათთან პაექრობისას სრული მობილიზება გვმართებს.

ჩვენც ლატვიელებთან გამარჯვებაში ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა არ მოგვკლებია. დიდი მადლობა მათ".

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა გოლოცავ, გადარჩენით მოგებულ მატჩს, მართალი ხართ, ასე ყოველთვის ვერ გაგიმართლებთ, ამ 2-წუთიან ჩავარდნაში მოთამაშეებზე მეტად მწვრთნელ ვადანაშაულებ. კალათბურთსი ბევრი საშუალება არსებობს მწვრთნელის მიერ თამაშის ტემპის წარმარტვის გამოსაყენებლად, რომლებიც ან ვარ დავინახე რიგითმა გულშემატკივარმა ან არ იქნა გამოყენებული, რატომ?
gizog
12:45 25-08-2012
0

სიახლეები პოპულარული