დაირის ბერტანსი: არბიტრების უხეში შეცდომა რომ არა, მოგიგებდით

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასევე, სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

დაირის ბერტანსი:
"საოცარ ატმოსფეროში მოგვიხდა თამაში. ცხადია, ვიცოდით საქართველოს ნაკრების შესაძლებლობები და მის წინააღმდეგ საგანგებოდ ვემზადბოდით.

თუმცა პირველ მეოთხედში ვერ ავეწყვეთ, მეტოქე საგრძნობლად დაწინაურდა.

თანდათან გონს მოვეგეთ და მოვახერხეთ ძალების მობილიზება -
მატჩში გარდატეხის შეტანა.

ბოლო წამებზე არბიტრების უხეში შეცდომა რომ არა, შეხვედრას აუცილებლად მოვიგებდით: მსაჯებმა ჩვენს სასარგებლოდ ორი არასპორტული ჯარიმა არ დააფიქსირეს, რამაც საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია.

აუცილებლად ვეცდებით, შინ რევანში ავიღოთ".

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული