ვიქტორ სანიკიძე: ჰოლანდიასთანაც არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გველის

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასევე, სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

ვიქტორ სანიკიძე:
"ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, დაძაბული და, შეიძლება ითქვას, დრამატულიც.

დიდი მადლობა გულშემატკივარს. მათი დამსახურებაა ეს წარმატება. მატჩის
ბოლოს ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენთვის მშვიდობიანად დასრულდა.

გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდით ბოლო წამებზე. ჯარიმის გარდა, სხვა გამოსავალი არ მრჩებოდა. თუკი მარეკს მეჟერისი თავის შანსს გამოიყენებდა, შეტევისთვის შვიდი წამი გვრჩებოდა.

ჩვენდა საბედნიეროდ, ბალტიისპირელს ორივე ცდა გაუცუდდა, პულენმა კი ზუსტი შორეული ტყორცნით მეტად საჭირო გამარჯვება მოგვაპოვებინა.

ჰოლანდიასთანაც არანაკლებ დაძაბული ბრძოლა გველის. მეტი ყურადღებით ვიქნებით".

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძნელია გამარჯვებული თამაშის შემდეგ ამის თქმა, მაგრამ მე ასე მგონია პულენს ოვაციები და მოფერება კი არა კარგი ალიყური ეკუთვნოდა და არა ერთი
gizog
23:46 25-08-2012
0

სიახლეები პოპულარული