იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.
პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს, ასევე, სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.
გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:
მანუჩარ მარკოიშვილი:
- ჯერ კიდევ შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე აღვნიშნეთ, რომ ლატვია ჩვენთან ერთად ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი იქნებოდა, რაც დღევანდელმა ორთაბრძოლამაც დაადასტურა.
ახალგაზრდული, ენერგიული გუნდია. კულუარულ საუბრებში ბალტიისპირელებს არ დაუმალავთ, რომ თბილისში მოსაგებად
მიზანთანაც ახლოს იყვნენ, რადგან ბოლო წუთებში მეტოქეს მეტი ენერგია შერჩა. ბოლო წამებზე ფორტუნამაც გაგვიღიმა და მატჩი მოვიგეთ.
არადა, საქართველოს ნაკრების მარცხი საცოდაობა იქნებოდა - ჩვენ ხომ სამი მეოთხედის განმავლობაში საგრძნობი სხვაობით ვიყავით წინ, ერთ მომენტში პაექრობას 14 ქულითაც ვიგებდით, მაგრამ შემდეგ უხეში შეცდომებით მონაგარი გავანიავეთ.
- მეტოქე გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე არასპორტულად ითამაშეთ, მაგრამ არბიტრებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინეს.
- მსაჯებზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა დღევანდელ მატჩში მართლაც იყო ორივე მხრიდან უხეში თამაში, რაზეც არბიტრებს ყურადღება არ მიუქცევიათ. ასე რომ, მიკერძოება ნამდვილად არ ყოფილა.
კალათბურთი, მოგეხსენებათ, კონტაქტური თამაშია და ზოგჯერ უხეშობაც არ არის გამორიცხული, ოღონდ ეს ზღვარს არ უნდა გასცილდეს.
ამ მხრივ, მგონია, ლატვიელებთან შეხვედრისას ყველაფერი რიგზე იყო. ბოლო წამებზე მეტოქეს ის ორი ჯარიმა რომ ჩაეგდო, დარწმუნებული ვარ, ლატვიელები მსაჯების შეცდომებზე არ ილაპარაკებდნენ.
ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]