კოტე ტუღუში: ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელებსა და მოთამაშეებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

კოტე ტუღუში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი:
- დიდი მადლობა ლატვიის ნაკრებს, რომელმაც სანახაობრივი კალათბურთი შემოგვთავაზა, ბოლო წამებამდე იბრძოლა და ჩვენი გამარჯვება კინაღამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ვფიქრობ, გულშემატკივრებმა, რომელთა უსაზღვროდ მადლობელი ვართ, მატჩისგან დიდი სიამოვნება მიიღეს. კალათბურთელებისთვის
სტიმული იყო სავსე ტრიბუნების ხილვა და აქტიური ქომაგობა.

იმედია, მომავალშიც ამგვარი მხარდაჭერა არ მოგვაკლდება და ჩვენც ვეცდებით, ეფექტური თამაშით მაყურებლებს სიამოვნება მივანიჭოთ.

რაც შეეხება დღესვანდელ მატჩს, მთელი 35 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით შეხვედრას, მაგრამ ბოლო მომენტში არ ვიცი, რა მოხდა, გუნდის მექანიზმი მოიშალა და კინაღამ დავისაჯეთ.

შეცდომები სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ, რათა ჰოლანდიელებთან პაექრობას სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ და მსგავსი ლაფსუსები არ გამეორდეს.

- ბოლო ხუთ წუთში ლატვიელთა პრესინგს ვერ გავუმკლავდით. საამისოდ მზად არ ვიყავით თუ...
- ვერ ვიტყვი, რომ პრესინგის წინააღმდეგ თამაში გვიჭირს. მართალია, 2-3 ბურთი კი დაიკარგა, მაგრამ ეს ელემენტარული შეცდომების ბრალი იყო. თანაც, ეტყობა, ნაადრევად ვირწმუნეთ გამარჯვება, რაც კინაღამ ძვირად დაგვიჯდა.

სწორედ, პრესინგის წინააღმდეგ იყო მიმართული ბოლო წუთებზე პულენისა და ცინცაძის ერთად ყოფნა მოედანზე, რათა გამთამაშებლების დახმარებით ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა არ გაგვჭირვებოდა...

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
მთელ გუნდს ვულოცავ, გამარჯვებას. მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ იგორი კარგი მწვრთნელია, მადლობა გაწეული მუშაობისთვის, მაგრამ ზაზას გუნდა კარგა ხანია გაიარა მისი დონე, კარგი იქნება თუ შესაბამისი კომპეტენციის მწვრთნელი მოიძებნება და რაც შეძლება მალე. შეუძლებელია ამ დონის გუნდის მწვრთნელი მოთამაშეთა შერჩევაში, მათ გამოყენებაში და უბრალოდ თამაშის ტემპის წარმართვაში ასე უსუსურად გამოიყურებოდეს მიუღებლად მიმაჩნია. ეს ყველაფერი მარტო საბოლოო შედეგზე კი არა მოთამაშეთა ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ამის ბევრი მაგალითის გახსენება შეიძლება. ეს რიგითი გულშემტკივრის აზრია გარედან დანახული, თუ რაიმე გადავაჭარბე არაკომპეტენტურობის გამო მაპატიეთ.
gizog
12:34 25-08-2012
0
მწვრთელი კარგია თუ ცუდი ეს მაინც ცხრილში დაკავებული ადგილით წყდება და სეზონის შუაში მისი შეცვლა კი, როდესაც შედეგი რეალურია შეცდომა არის
nukri
14:23 25-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული