სახელოვანი ვეტარანი კალათბურთელების კომენტარები საქართველო-ლატვიის მატჩზე

AutoSharing Option
24 აგვისტოს, თბილისის "სპორტის სასახლეში" საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ლატვიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და ანგარიშით 79:76 დაამარცხა.

იგორ კოკოშკოვის გუნდმა ამ გამარჯვებით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში სამი თამაშიდან მესამე გამარჯვება მოიპოვა.

პაექრობის შემდეგ სახელოვან ვეტერან კალათბურთელებს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ნამატჩევს გაზიარებულ შტაბეჭდილებებს:

ვაჟა ჟრენტი, საბჭოთა კავშირის სამ-სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი:
"საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს დავესწარი, რომლებიც წლეულს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართა, ტელევიზიით ბოსნიასთან ორთაბრძოლაც ვნახე.

ბიჭებმა ყველა შეხვედრაში გააზრებულად ითამაშეს, ტემპიანი შეტევები, ლამაზი კალათბურთი უჩვენეს გულშემატკივარს.

დღეს კი ბევრი
გვანერვიულეს: ლატვია ზონურ დაცვა მიმართავდა და ჩვენმა კალათბურთელებმა ხშირ შემთხვევაში მისი გარღვევა ვერ მოახერხეს, ზონური დაცვის საწინააღმდეგო კომბინაციები ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე სხვა დროს, ამიტომაც გაუჭირდათ მოგება.

ანგარიშში დიდ სხვაობას მეორე-მესამე მეოთხედებში ინდივიდუალური თამაშის წყალობით მივაღწიეთ.

ბალტიისპირელები ოდითგანვე გამოირჩეოდნენ გააზრებული, ტაქტიკური თამაშით და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. ამიტომ მათ წინააღმდეგ სხვაგვარი თამაშია საჭირო, რაც განმეორებითი მატჩისთვის უნდა გავითვალისწინოთ".

ვაჟა გვანცელაძე, სსრკ ჩემპიონი, ექიმი აკადემიკოსი:
"ლატვიელ კალათბურთელებს უმდიდრესი ტრადიცია აქვთ. მათთან ჩვენი დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო.

სტაჟიან ქომაგებს, ალბათ, ახსოვთ, საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე სამმა ქართველმა ხუთ ლატვიელს რომ აჯობა.

ეს ყველაფერი ისტორიიაა. დღეს სხვა სიტუაციაა, თუმცა სკოლას მაინც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ბალტიისპირელები კარგ კალათბურს აჩვენებენ, მაგრამ ჩვენი გუნდი არაფრით ჩამორჩება: მეტიც - უფრო გამოცდილი და ძლიერი მოთამაშეები გვყავს.

ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ გაისად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშებთ"
.

ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
gizog
=================
სახელოვან ვეტერნებისგან და ექსპერტებისგან უფრო კომპეტენტურ გარჩევას ველოდები, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული ბოლო ორ მატჩში
==============
მართლაც ძალიან არაპროფესიონალური და მწირია თამაშების განხილვა, როგორც ტელევიზიით, ასევე პრესაში.
რატომ ხდება ასე გაუგებარია. ჟურნალისტმა მარტო თამაშIს სტატისტიკაზე და ხალხის ემოციებზე უნდა წეროს? განიხილეთ რა თამაში, რა ტაქტიკით, სქემითთამაშობდნენ, სად აჯობა ერთმა მწვრთნელმა მეორეს და ა,შ.
თორემ მაგისთანა სტატიებს ნებისმიერი დაწერს.
noga
14:56 26-08-2012
0
შეიძლება კრიტიკული შენინვნები არა სასიამოვნოა ადრესატისთვის, მაგრამ ეს ხომ საერთო საქმის გულისთვისაა კარგი, ამიტომ სახელოვან ვეტერნებისგან და ექსპერტებისგან უფრო კომპეტენტურ გარჩევას ველოდები, თუ რა შეცდომები იყო დაშვებული ბოლო ორ მატჩში, რომ მოგებული თამაშები ამჯერად კი გადავარჩინეთ მაგრამ შემდგომში?
gizog
22:32 25-08-2012
0

სიახლეები პოპულარული