საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფის პირველი წრის ბოლო შეხვედრაში ჰოლანდიის ნაკრებთან 88:91 (19:15, 28:24, 20:25, 21:27) დამარცხდა.

ვიქტორ სანიკიძის გარეშე მოთამაშე იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა სტუმრად ჰოლანდიელებთან, რომლებსაც აქამდე ჯგუფში სამიდან სამი წაგება ჰქონდათ, პირველი ტაიმის შემდეგ მოპოვებული რვაქულიანი უპირატესობა მესამე მეოთხედის შემდეგ სამ ქულამდე შეამცირეს. მეოთხე მეოთხედში კი 6 ქულის სხვაობით დამარცხდნენ და მატჩიც საბოლოოდ სამი ქულის სხვაობით დათმეს.

პირველი წრის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 7 ქულა აქვს და D ჯგუფს ბოსნიის ნაკრებთან ერთად ლიდერობს,
რომელსაც ასევე 3 მოგება და ერთი მარცხი აქვს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს, სტუმრად რუმინეთის ნაკრებთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს იმის ბრალია, რომ სათანადოდ ვერ შეაფასეს ჰოლანდია, თუმცა ძალები და ენერგია ბოსნიას და ლატვიას დაახარჯეს. თან ვიკაც გვაკლდა. იმედია ერთ კვირაში აზრზე მოვლენ. ზედიზედ მესამე შეხვედრაში ამხელა უპირატესობას ფლანგავენ . ქულების ასე დაკარგვა არ შეიძლება
giorgi
00:23 28-08-2012
0

სიახლეები პოპულარული