ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

AutoSharing Option
საქართველო-ლატვიის მატჩის წინა დღისით ბალტიისპირელთა მთავარ მწვრთნელ აინარს ბაგაცკისს სასტუმროში ველაპარაკეთ. მან ჩვენი ქვეყანაც თბილად გაიხსენა და გულახდილადაც ილაპარაკა. აღნიშნა: ჯგუფში ყველაზე ძლიერი ნაკრები გყავთ და ფავორიტებიც ხართო.

ისიც თქვა, საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს სერიოზული გამოცდილება აქვთ და თამაშის მოგება იციან; ახალგაზრდა ლატვიელებმა კი ჯერ არ უწყიან, როგორ უნდა დიდ მატჩებში გამარჯვებაო.

ეს უშუალოდ ლატვიასთან შეხვედრისასაც გამოჩნდა - ბოლო წამზე მეჟერისმა ორი საჯარიმო ააცილა...

ბაგაცკისმა ისიც დასძინა, რომ მის გუნდს ჰოლანდიასთან უფრო მეტი სხვაობით გამარჯვებაც შეეძლო (85:70 ლატვიის სასარგებლოდ).

* * *

თუ საქართველო ლატვიაზე ძლიერია, ხოლო ჰოლანდია ბალტიისპირელებზე სუსტი, მაშ, რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა რთულია. შესაძლოა, არაერთი მიზეზი ჩამოვთვალოთ, თუმცა, უკეთესი იქნება, საქართველოში დაბრუნებული გუნდის მწვრთნელს მოვუსმინოთ. მანამდე კი ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ.

ოღონდ დღეს, პირველი წრის ბოლოს, ნამდვილად არ შეიძლება ზედმეტი კრიტიკა, რადგან საქართველოს ნაკრებს კიდევ ოთხი მატჩი აქვს სათამაშო და გუნდს ბოლომდე მხარში უნდა ამოვუდგეთ, როგორც ჟურნალისტები, ასევე გულშემატკივრები.

ფაქტს ხომ ვერსად გავექცევით - თითოეულმა კალათბურთელმა ძალ-ღონე არ დაიშურა თამაშის მოსაგებად, ისევე, როგორც რუმინეთთან, ბოსნიასა და ლატვიასთან.

Sportall.Ge* * *
როცა კლასში დიდი სხვაობაა და ფავორიტი მარცხდება, ეს სენსაციად აღიქმება. საქართველოს ნაკრების მარცხი მართლაც მოულოდნელი იყო, მით უმეტეს, რომ ჩვენმა კალათბურთელებმა პირველი ტაიმი ჰოლანდიელებზე უკეთესად ჩაატარეს.

მეორე ნახევრის დასაწყისში კი "ნარინჯისფერებმა" თამაშის შემოტრიალება სამქულიანებით სცადეს. ბურთი ჩვენს ნახევარზე გადმოჰქონდათ, კარგად ატრიალებდნენ და პერიმეტრიდან ზუსტად ისროდნენ. მათ 11-დან 5 სამქულიანი მესამე ათწუთეულში ჩააგდეს.

ჰოლანდიელებს მეორე ტაიმში არც საშუალო ტყორცნები დაეწუნებოდათ, დაცვაში დროულად დაბრუნებასაც ასწრებდნენ...

მოკლედ, მეორე ნახევარში მეტოქე ჩვენზე ენერგიულად გამოიყურებოდა. შესაძლოა, ამაზე გარკვეულწილად იმოქმედა ჯგუფის კალენდარმა: საქართველოს ნაკრებმა 18 აგვისტოდან სამ დღეში ერთხელ სამი რთული მატჩი ჩაატარა, ხოლო ჰოლანდიელების დასვენება მაინცდამაინც ჩვენთან თამაშამდე დაემთხვა. მათ ბოლოს 21 აგვისტოს ლატვიასთან ითამაშეს და 27-მდე ძალების აღდგენა მეტ-ნაკლებად კარგად მოახერხეს.

სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ლატვიელთა თავკაცმა აინარს ბაგაცკისმა ინტერვიუში: გადაღლილობა თავს ამა თუ იმ შეხვედრისა და შეჯიბრების ბოლოს იჩენსო.

* * *
მართალია, სხვა მატჩებისგან განსხვავებით, მოხსნებში ვიმარჯვეთ - 32:31, მაგრამ მაინც დანანებით უნდა აღვნიშნოთ: ვიქტორ სანიკიძის არყოფნა დიდი დანაკლისი იყო. მას მხარი აწუხებდა და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოხსნებს რომ თავი დავანებოთ, ვიქტორი სწრაფი შეტევებისას საგრძნობლად გვაკლდა...

* * *
იმავე კალენდრის მიხედვით, საქართველოს ნაკრებს დასვენება ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ უწევს. 2 სექტემბერს რუმინეთი ჰოლანდიას ეწვევა, ხოლო ბოსნია - ლატვიას. საქართველო კი მომდევნო თამაშს 5 სექტემბერს რუმინეთში გამართავს.

ასე რომ, ჩვენი გუნდი მეორე წრეს ახალი ენერგიით დაიწყებს. იმედი დავიტოვოთ, რომ მანამდე ვიქტორ სანიკიძეც მოიშუშებს ტრავმას.

Sportall.Ge

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი.
ლატვია-რუმინეთი 89:53
21-14, 28-15, 21-10, 19-14
ლატვია: ვეცვაგარსი (1ქ), მარეკს მეჟერისი (2ქ), ფრეიმანისი (4ქ), დავის ბერტანსი (5ქ), ჟერომანოვსი (16ქ), შტრელნიეკსი (12ქ), კ. ბერზინსი (4ქ), შელაკოვსი (7ქ), მარტინს მეჟერისი (4ქ), კუკსიკსი (19ქ), ა. ბერზინსი (2ქ), დაირის ბერტანსი (13ქ).
რუმინეთი: მანდაჩე (14ქ), პაული (2ქ), დრაგუშინი (7ქ, 7მ), ანდრეი, პოპესკუ (2ქ), მოლდოვანუ (11ქ), ბაჩიუ, ჩალოტა (1ქ), ლაზარი, იუკანი, ნიკოარა (9ქ), სილვასანი (7ქ).


D ჯგუფი

ა გ თ მ წ სხ ქ
1. ბოსნია 4 3 1 373/348 7
2. საქართველო 4 3 1 343/326 7
3. ლატვია 4 2 2 334/289 6
4. ჰოლანდია 4 1 3 334/370 5
5. რუმინეთი 4 1 3 286/337 5

იანსენი და აკერბუმი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"


ასევე იხილეთ:
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64 - კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
მკითხველის კომენტარები / 9 /
გუნდს მწვრთნელი არ ყავს კოკოშკოვი მჭვრთნელი არ არის ეგ ამზადებს მოთამაშეებს მაგრამ ტაქტიკა აქვს ქეცბას პონტში უფრო სწორად ტაქტიკა არა აქვს 00000000000 ტიპი და თვითონ თუ ვერ ხვდება იქნებ ვინმემ უთხრას ლიპარტელიანს (ისე ეგეც რა მაგარია არც ვარდების და არნაირი რევოლუცია და წინსვლა არ ეხება) ყველასთან აგვარებს!!!!!!!!
0
ფჰხავილს არ ჯობს სჰევაკოტ მოტამასჰეები!!!!კვავებს კვანცჰალი ურცჰევნიატ.???
mmm.
10:02 30-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული