იგორ კოკოშკოვი: ვერ შევასრულეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან (88:91) ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევის ციკლის მატჩზე ისაუბრა.

"მძიმე ბრძოლაში წავაგეთ. თავიდან უპირატესობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ მასპინძლებს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით.

მესამე პერიოდში ჰოლანდიელებმა ბევრი რთული ტყორცნა გამოიყენეს, განსაკუთრებით, იანსენმა. ვერ შევასრულეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა წინ კიდევ ოთხი თამაშია. კომპლიმენტი უნდა ვთქვა ჰოლანდიის მისამართით, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს ჯგუფში აუტსაიდერები არ არიან", - განაცხადა კოკოშკოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-საქართველო 91:88 -
რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამარჯობათ ყველას მოგილოცავთ მარიამობას--დაესცარით მრავალს>>> ახლა კალადბურთის შეტახებ>> მეოთხე პერიოდში,--- ასე მომეჩვენა თითქოს ჩვენებს მოგება არ უნდოდათ...
LEVANI
14:36 28-08-2012
0
შემეცოდა ტრიბუნაზე მყოფი სამშობლოს (ხელისუფლების) მიერ გარიყული ქართველები. ერთი სასიხარულო დღის მოლოდინი ჩაეშხამათ, თორემ რა ამაყები გამოვიდოდნენ ქუჩაში. მათ შორის, მგონი, სახელოვანი გია ყანჩელიც იყო.
zuxushaz
13:04 28-08-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული