იგორ კოკოშკოვი: ვერ შევასრულეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან (88:91) ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევის ციკლის მატჩზე ისაუბრა.

"მძიმე ბრძოლაში წავაგეთ. თავიდან უპირატესობა კი მოვიპოვეთ, მაგრამ მასპინძლებს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით.

მესამე პერიოდში ჰოლანდიელებმა ბევრი რთული ტყორცნა გამოიყენეს, განსაკუთრებით, იანსენმა. ვერ შევასრულეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა, თუმცა წინ კიდევ ოთხი თამაშია. კომპლიმენტი უნდა ვთქვა ჰოლანდიის მისამართით, რომელმაც გამარჯვება დაიმსახურა.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ჩვენს ჯგუფში აუტსაიდერები არ არიან", - განაცხადა კოკოშკოვმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-საქართველო 91:88 -
რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
მკითხველის კომენტარები / 5 /
მასპინძლებს თამაშში დაბრუნების საშუალება მივეცით რას ნიშნავს? we let the hosts get/come back in the game თარგმნეთ? რა სამარცხვინო ქართულია რა არის? პირდაპირ როგორ შეიძლება ამის თარგმნა?! დაწერე რა ქართული ფრაზა, მეტოქეს თამაშის შემოტრიალების საშუალება მივეცით. ტფუიიი...
odala
10:41 28-08-2012
0
ჰოლანდიის დონის გუნდთან წაგება სამარცხვინოა.დაუშვებელია ცამეტქულიანი უპირატესობის განიავება ასეთი დაბალი დონის გუნდთან.
NIKA
11:49 28-08-2012
0

სიახლეები პოპულარული