ზაზა ფაჩულია: საკუთარი სულელური შეცდომების გამო წავაგეთ

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა და "ატლანტას" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან (88:91) ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევი ეტაპის მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევზე პირველი მარცხი განიცადა. აქამდე ჩვენმა ნაკრებმა რუმინეთის, ბოსნიისა და ლატვიის გუნდები დაამარცხა.

"ჩვენ საკუთარი სულელური შეცდომების გამო წავაგეთ. დაკარგვები, ცუდი მუშაობა მოხსნებზე და დაცვაში მოდუნება.

საქებარია ჰოლანდიელთა გუნდი, თუმცა მე საკუთარი გუნდის წევრებს ვადანაშაულებ"
.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
მკითხველის კომენტარები / 1 /
ასეთი მწვრთნელის ხელში მეცოდებიან ბიჭები, ხომ შეიძლება სპორტის ამ სახეობის ექსპერტებმა, რაიმე დაწერონ. რიგითი გულშემატკივრები იქნებ ვერ ვხედავთ და ვერ ვაფასებთ სწორად. ამ კონდიციებით ჩვენ მე-3 ადგილზე გასვლა გაგვიჭირდება. ნუთუ დასვენებულ სათადარიგოდან მსროლელის პერსონალური მეურვეობა მაინც არავის შეეძლო, მასინ რატომ აიყვანა გუნდში, და რატომ ულახავს ასე თავმოყვარეობას ბიჭებს ვერ ვხვდები. გუნდი 6-7 კაცია,თუ თორმმეტი თუ არა ათი მაინც?
gizog
23:12 28-08-2012
0

სიახლეები პოპულარული