29 აგვისტოს იგორ კოკოშკოვი ევრობასკეტის შესარჩევი ციკლის პირველ წრეს შეაჯამებს

AutoSharing Option
29 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი წრის შედეგებს შეაჯამებს.

პირველი წრის შემდეგ საქართველოს ნაკრები 7 ქულით, ბოსნიასთან ერთად, D ჯგუფის ლიდერია.

ქართველმა კალათბურთელებმა პირველ სამ შეხვედრაში, რუმინეთის, ბოსნიისა და ლატვიის დამარცხების შემდეგ, ბოლო მატჩი 27 აგვისტოს, სტუმრად ჰოლანდიის ნაკრებთან დათმეს.

როგორც სპორტული გამოცემები წერენ, ჰოლანდიაში გამართული მატჩის შედეგი უშუალოდ მეტოქის კალათბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ნაკრები უდავო ფავორიტი იყო.

ამასთან, ბოლო დღეების განმავლობაში სპორტულ პრესაში არაერთი სტატია დაიწერა,
რომელშიც საქართველოს ნაკრების არადამაჯერებელი თამაში იყო გაკრიტიკებული.

მთავარი მწვრთნელი იმის გამოც გააკრიტიკეს, რომ შეკითხვებზე პასუხების გაცემისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. ამასთან დაკავშირებით იგორ კოკოშკოვმა განაცხადა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ისაუბრებდა, თუ გუნდი წააგებდა.

კოკოშკოვის პრესკონფერენცია 29 აგვისტოს, სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში", 12:30 საათზე გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

ასევე იხილეთ:

იგორ კოკოშკოვი: ვერ შევასრულეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა
ზაზა ფაჩულია: საკუთარი სულელური შეცდომების გამო წავაგეთ
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული