კარგად მოგეხსენებათ, რამდენად რთული იყო პირველი წრის ცხრილის სათავეში დასრულება. კიდევ უფრო მძიმე ბრძოლების გადახდა მოგვიწევს მეორე წრეში ამ პოზიციის შენარჩუნებისთვის.
* * *
რამდენიმე სიტყვით შევეხოთ D ჯგუფის სატურნირო მდგომარეობას. ჰოლანდიასა და რუმინეთს თითო გამარჯვება აქვთ. მათ, თუ თამაში რადიკალურად არ გააუმჯობესეს (რისი ალბათობაც ნაკლებია), მეორე წრეში მაქსიმუმ ორ-ორ მოგებას მიამატებენ.
ცხადია, გულხელ
* * *
ზედა სამი პოზიციისთვის საქართველო, ბოსნია და ლატვია იბრძოლებენ. ბალტიისპირელები ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ თუ კალენდარს გადავხედავთ, ყველაზე უკეთეს პოზიციაში არიან: უშუალო კონკურენტებს, საქართველოსა და ბოსნიას, მეორე წრეში შინ ეთამაშებიან.
პირველ წრეში აინარს ბაგაცკისის გაწვრთნილმა გუნდმა დაგვანახა, რომ არავისზე ნაკლებია. ბოსნიაშიც ბოლო წამებზე წააგო, საქართველოშიც. ვიდრე იგორ კოკოშკოვის შეგირდები რიგაში ჩავლენ, ლატვიაში ბოსნია-ჰერცოგოვინა ითამაშებს.
ვფიქრობთ, იმ შეხვედრაში სტუმართა გამარჯვება გვაძლევს ხელს, რადგან ბოსნიელები სარაევოში დამარცხებული გვყავს; ხოლო 5 სექტემბერს თბილისში მივიღებთ და თუ მეორედაც ვაჯობებთ, ვერც ტელეტოვიჩის გუნდი დაგვეწევა და ვეღარც ლატვია.
...ჰოლანდიასთან შინ და რუმინეთთან სტუმრად წაგებები უნდა გამოვრიცხოთ.
სურვილი ერთია, შესაძლებლობა - მეორე. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბალტიისპირელებს ნამდვილად შესწევთ ძალა, შინ "ჰერცოგები" დაამარცხონ.
ასეთ შემთხვევაში უშუალოდ ლატვია-საქართველოს 8 სექტემბრის დაპირისპირება გაარკვევს ჯგუფის პირველადგილოსნის ბედს (მანამ ბოსნიას უნდა ვაჯობოთ).
ცხადია, აქაც ვგულისხმობთ ისეთ შემთხვევებს, როცა ლატვია, საქართველო და ბოსნია მეორე წრეში მხოლოდ ერთმანეთთან კარგავენ ქულებს და არა აუტსაიდერ ჰოლანდიასა და რუმინეთთან.
* * *
ზედა სამეულისთვის ყოველ ქულას ოქროს ფასი იმიტომაც აქვს, რომ სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, არის ალბათობა, მესამეადგილოსანი ევროპის ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საგზურს ექვსი ჯგუფის პირველ-მეორეადგილოსნები მიიღებენ, ხოლო ექვსი მესამეადგილოსნიდან სლოვენიის ევრობასკეტზე უარესი შედეგის მქონე ორი ნაკრები ვერ გაემგზავრება.
პირველი წრის შემდეგ ძნელია თქმა, რომელი ჯგუფიდან უნდა ველოდეთ გამსვლელ მესამეს და რომლიდან - არა. თუნდაც იმიტომ, რომ მესამე ადგილზე მყოფ ექვსივე გუნდს ერთნაირი შედეგი აქვს: 2-2 მოგება-წაგება.
* * *
რაც შეეხებათ პირველადგილოსნებს, მათგან ხუთი წაუგებლად ასპარეზობს. რომ არა ჰოლანდიასთან დასანანი მარცხი, საქართველოს ნაკრებიც წაუგებელთა კოჰორტის საპატიო წევრი იქნებოდა.
რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს რამდენი მოგება ან რამდენი მარცხი აქვთ? - იკითხავთ და დაამატებთ: - მთავარია, ჩვენი ნაკრები ევრობასკეტზე მოხვდეს!
სიხარულის დოზირება წარმოუდგენელია. ამიტომ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გასვლა პირველადგილოსნის სტატუსითაც ისევე გაგვეხარდება, როგორც მესამეადგილოსნის სტატუსით.
თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესარჩევი ეტაპის მაჩვენებლები ევრობასკეტზე გუნდების კალათებში დახარისხებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. სწორედ ამიტომ უნდა გავეჯიბროთ არა მხოლოდ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლებს, არამედ სხვა ჯგუფის გუნდებსაც.
უფრო კონკრეტულად: ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი ისეთივე სისტემით გაიმართება, როგორითაც 2011 წლისა ჩატარდა - პირველ ეტაპზე 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში განაწილდება (საიდანაც მომდევნო ეტაპზე სამ-სამი საუკეთესო გავა). შესაბამისად, წილისყრის წინ გუნდები ექვს კალათაში გადანაწილდება.
პირველში მოხვდებიან ოლიმპიადის მონაწილეები: ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი და მასპინძელი სლოვენია; მეორეში - ასევე ლონდონში მოთამაშე ლიტვისა და დიდი ბრიტანეთის ნაკრებები, ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილე კიდევ ორი ევროპული ქვეყანა - საბერძნეთი და მაკედონია; მესამე კალათას დაიკავებენ შესარჩევ ეტაპზე მოასპარეზე ოთხი ჯგუფის პირველადგილოსნები.
სწორედ მათ რიგებშია სასურველი საქართველოს ნაკრების ხილვა, რადგან ამ კალათაში მეტად ძლიერი გუნდები მოიყრიან თავს და თუ ევროპის ჩემპიონატზე მათ ავცდებით, კარგი იქნება.
* * *
წილისყრა შესარჩევი ეტაპის პირველი წრის შემდეგ (დღესვე) რომ იმართებოდეს, რომელ კალათაში მოხვდებოდა საქართველოს ნაკრები?
ამ კითხვაზე მხოლოდ სავარაუდო პასუხის გაცემა შეიძლება, რისთვისაც განგებ დავითვალეთ ყველა გუნდის მაჩვენებელი და მივიღეთ დაახლოებითი სურათი:
I კალათა: ესპანეთი, რუსეთი, საფრანგეთი, სლოვენია.
II კალათა: ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, მაკედონია.
III კალათა: ჩერნოგორია, იტალია, ფინეთი, გერმანია.
IV კალათა: ხორვატია, საქართველო, ბელგია, უკრაინა.
V კალათა: ჩეხეთი, ბოსნია, ესტონეთი, სერბეთი.
VI კალათა: შვედეთი, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი.
ისიც წინასწარაა ცნობილი, რომ შესარჩევი ტურნირის მეორე წრეში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება - ზოგი ზემოთ ავა, ზოგი - ჩავა.
თუმცა ერთი ცხადია: საქართველოს ნაკრებს ნამდვილად შესწევს ძალა, არათუ მეორეკალათელები დაამარცხოს, არამედ პირველი კალათის წარმომადგენლებსაც ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს.
გავიხსენოთ თუნდაც 2011 წელს რუსეთსა (ევრობასკეტზე) და ლიტვასთან (ამხანაგურად) ბოლო წამებზე დამარცხებები.
მანამდე კი ჩვენს ნაკრებს ოთხი ურთულესი ბრძოლა ელის: რუმინეთში, შინ ბოსნიასთან, ლატვიაში და შინ ჰოლანდიასთან.
შესარჩევი ეტაპი
D ჯგუფი
15 აგვისტო
რუმინეთი-ჰოლანდია 90:84
ბოსნია-ლატვია 87:84
18 აგვისტო
საქართველო-რუმინეთი 80:64
ჰოლანდია-ბოსნია 89:107
21 აგვისტო
ბოსნია-საქართველო 95:96
ლატვია-ჰოლანდია 85:70
24 აგვისტო
საქართველო-ლატვია 79:76
რუმინეთი-ბოსნია 79:84
27 აგვისტო
ჰოლანდია-საქართველო 91:88
ლატვია-რუმინეთი 89:53
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. საქართველო 4 3 1 343/326 7
2. ბოსნია 4 3 1 373/348 7
3. ლატვია 4 2 2 334/289 6
4. ჰოლანდია 4 1 3 334/370 5
5. რუმინეთი 4 1 3 286/337 5
30 აგვისტო
ჰოლანდია-რუმინეთი 21:30
ლატვია-ბოსნია 20:35
2 სექტემბერი
რუმინეთი-საქართველო 19:00
ბოსნია-ჰოლანდია 22:00
5 სექტემბერი
საქართველო-ბოსნია 19:00
ჰოლანდია-ლატვია 21:30
8 სექტემბერი
ლატვია-საქართველო 18:05
ბოსნია-რუმინეთი 22:00
11 სექტემბერი
საქართველო-ჰოლანდია 17:30
რუმინეთი-ლატვია 19:00
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-საქართველო 91:88 - რატომ დავმარცხდით ჰოლანდიაში?
საქართველო-ლატვია 79:76 - სამი, ორი, ერთი და... პულენმა დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
საქართველო-რუმინეთი 80:64: კარპატები გადავლახეთ, სლოვენიამდე კიდევ შვიდი მთაა
ბოსნია-საქართველო 95:96 - ოქროს ერთიანი [+VIDEO]