ევრობასკეტ 2013: ლატვიამ ბოსნია გაანადგურა, ჰოლანდიამ რუმინეთს სძლია

AutoSharing Option
31 აგვისტოს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე წრე დაიწყო.

როგორც პირველ ტურში, საქართველო ამჯერადაც ისვენებს. ჩვენს ჯგუფში კი მეტად საინტერესო შედეგი დაფიქსირდა: ლატვიის ნაკრებმა დიდი გართულების გარეშე ბოსნია დაამარცხა - 80:64.

ლატვიელებს მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუჭირდათ, რომელიც 19:16 დათმეს. შემდეგ კი უპირატესობა მხოლოდ მასპინძლებისა იყო. მეორე ათწუთეული აინარს ბაგაცკისის ნაკრებმა 26:11 მოიგო, ხოლო მესამეში ბოსნიას 24:19 აჯობა და ბოლო მეოთხედს აზრი დაუკარგა.

გამარჯვებულებს დაირის ბერტანსმა ულიდერა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო, 16 ქულით კი მარტინს მეიერსი გამოირჩა. ბოსნიელთაგან საუკეთესო
ზაკ რაიტი იყო 16 ქულით, მირზა ტელეტოვიჩმა კი შეხვედრა 13 ქულით დაასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში ჰოლანდიამ საკუთარ მოედანზე რუმინეთს 80:74 მოუგო და ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლა. მომდევნო ტური 2 სექტემბერს გაიმართება: საქართველო ბუქარესტში რუმინეთს შეხვდება, ხოლო ბოსნია ჰოლანდიას უმასპინძლებს.

1 ლატვია 5 3/2 414/353 8
2 ბოსნია 5 3/2 437/428 8
3 საქართველო 4 3/1 343/326 7
4 ჰოლანდია 5 2/3 414/444 5
5 რუმინეთი 5 1/4 360/417 5

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული