ზაზა ფაჩულია: ჰოლანდიაში წაგებამ უფრო შეგვკრა და გაგვაძლიერა

AutoSharing Option
კალათბურთელ ვაჟთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე წრის შეხვედრები დაიწყო. 2 სექტემბერს იგორ კოკოშკოვის გუნდი სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის დროით 19:00 სთ-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.

როგორ მოემზადნენ კარპატელებთან განმეორებითი პასუხსაგები მატჩისთვის, ამის შესახებ 31 აგვისტოს გამართული ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელებს დავეკითხეთ.

ზაზა ფაჩულია:
- ზოგი ჭირი მარგებელიაო, ამბობენ. ჰოდა, ეს ჭირი ჰოლანდიასთან შეხვედრისას ვიგემეთ. ვეცდებით, მეორედ ასეთი შეცდომა აღარ დავუშვათ.

ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად შესანიშნავი შანსი გვაქვს და კიდევ ერთი წაფორხილება ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ
დააყენებს.

იმ წაგებამ ჩვენი გუნდი უფრო შეკრა და გააძლიერა. ყოველ თამაშში მობილიზებულები გავალთ და წარმატებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
უპირველესად, ცხადია, 2 სექტემბერს რუმინეთთან.

ჯგუფში, ფაქტობრივად, თანაბარი ძალის გუნდებმა მოიყარეს თავი. ყველა ბოლო წამებამდე იბრძვის, მაგალითად, როგორც ლატვია, საამისოდ ჩვენც მზად უნდა ვიყოთ - მატჩის მიწურულს შეცდომები ნაკლებად დავუშვათ, ძალები შევინარჩუნოთ.

მართალია, ამერიკაში მიღებული ტრავმა დღესაც მაწუხებს, მაგრამ არა იმდენად, რომ რუმინეთში მოედანზე გასვლა და თამაში ვერ შევძლო. ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე, არაფერს დავიშურებ.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები - რუმინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ!
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთთან აუცილებლად ვითამაშებ და საგზურასც მოვიპოვებთ!
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიგებტ---.დზლა ხომ ერტობასჰია!!!!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული