გიორგი შერმადინი: ვეცდებით, ფინალური ეტაპისკენაც ნაბიჯი გადავდგათ

AutoSharing Option
კალათბურთელ ვაჟთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მეორე წრის შეხვედრები დაიწყო. 2 სექტემბერს იგორ კოკოშკოვის გუნდი სტუმრად რუმინეთს დაუპირისპირდება.

შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის დროით 19:00 სთ-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.

როგორ მოემზადნენ კარპატელებთან განმეორებითი პასუხსაგები მატჩისთვის, ამის შესახებ 31 აგვისტოს გამართული ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელებს დავეკითხეთ.

გიორგი შერმადინი:
- ოპერაციის შემდეგ სამი თვის უვარჯიშებელი ვიყავი, ამიტომ შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩებში ძალიან გამიჭირდა. ნელ-ნელა ვიბრუნებ სპორტულ ფორმას.

ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ დასვენებაც და სათანადოდ მომზადებაც შევძელით.

ვეცდებით, განმეორებით მატჩში რუმინელთა დამარცხებით
ქომაგები გავახაროთ და ფინალური ეტაპისკენაც ნაბიჯი გადავდგათ.

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები - რუმინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ!
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთთან აუცილებლად ვითამაშებ და საგზურასც მოვიპოვებთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული