შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის დროით 19:00 სთ-ზე საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი განახორციელებს.
როგორ მოემზადნენ კარპატელებთან განმეორებითი პასუხსაგები მატჩისთვის, ამის შესახებ 31 აგვისტოს გამართული ვარჯიშის შემდეგ კალათბურთელებს დავეკითხეთ.
თორნიკე შენგელია:
- რუმინეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი სულაც არ არის. მით უმეტეს, წინა ტურში ჰოლანდიასთან მარცხის შემდეგ დასაკარგავი არაფერი აქვს და ჩვენთან სარევანშოდ მოტივირებულიც იქნება.
ძნელი ბრძოლა გველის, მაგრამ, იმედია, ქომაგებს არ გავაწბილებთ,
დაცვაში არსებულ პრობლემებთან ერთად მისმა არყოფნამაც განაპირობა ნიდერლანდელებთან ჩვენი მარცხი. ახლა კი გუნდში ყველაფერი რიგზეა და ვეცდებით მოსაგები მატჩები მოვიგოთ, რომ სხვაზე დამოკიდებული არ ვიყოთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები - რუმინეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ!
ვიქტორ სანიკიძე: რუმინეთთან აუცილებლად ვითამაშებ და საგზურასც მოვიპოვებთ!