ჯეიკობ პულენი იერუსალიმის "ჰაპოელში" გადავიდა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში ჯეიკობ პულენის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას რუბრიკად მივაწერეთ: "მოსალოდნელი ტრანსფერი". დღეს რუბრიკა შეიცვალა: "ტრანსფერი". რადგან წინასწარი ინფორმაციით პულენის გადაბირება ბელგრადის "პარტიზანს" სურდა, ლუგიკურად მეორე დღეს ამ ტრანსფერის დადასტურებას ველოდით. მაგრამ ერთ დღეში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და საქართველოს ნაკრების უკანახაზელი არა "პარტიზანში" არამედ იერუსალიმის "ჰაპოელში" ჩაირიცხა.

აი, რა წერია ევროთასის ოფიციალურ საიტზე: "იერუსალიმელებმა იმედისმომცემი ახალგაზრდა (1989 წელსაა დაბადებული, 185 სმ სიმაღლის) ჯეიკობ პულენი დაიმატეს. მან ევროპაში გადმოსვლის შემდეგ პირველი სეზონი იტალიურ "ბიელაში" გაატარა, საშუალოდ 16 ქულას, 3.3 პასსა და 1.7
ჩაჭრას აგროვებდა. იგი ამჟამად საქართველოს ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი 2013-ის შესარჩევ ტურნირს თამაშობს და კლუბს შეჯიბრების დასრულების შემდეგ შეუერთდება."

იოლი მისახვედრია, რატომ გამოქვეყნდა პულენის სატრანსფერო ცნობა ევროთასის ოფიციალურ საიტზე - "ჰაპოელი" მომავალ სეზონში სწორედ ამ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

იმასაც შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ევროთასის წარმომადგენელ კლუბებში გადავიდნენ ლაშა გამყრელიძე და გიორგი ცინცაძე. პირველმა პოლონურ "სოპოტს" მიაშურა", ხოლო მეორემ - უკრაინულ "ბუდიველნიკს".

პარტიზანში არა, ჰაპოელში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენც გვჩირდება მგონი ისეთი კალათბურთელის დამატება რომელიც კარგად ისვრის სამქულიანებს, რასაც ვუყურებ ამ თამაშებს სულ ეგ პრობლემა გვაქვს.
paata
12:07 02-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული